NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზურაბ ჯორბენაძე

ზურაბ ჯორბენაძე

საზოგადოება

“არც ერთ სანამცხვრესა თუ რესტორანში არ მომემსახურნენ, იმიტომ რომ თან ბერი მახლდა!“

მთავარი რედაქტორი
ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე «ალიას» სკანდალურ ამბებს უყვებააჭარაში არსებულ სიტუაციაზე. გთავაზობთ მის მონაყოლს უცვლელად:   ზურაბ ჯორბენაძე: – თემა, რომელზეც უნდა გელაპარაკოთ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როგორც აჭარელისთვის. იმდენადმტკივნეულია, რომ, როცა ჩამოვედი, კარგა ხანს ვფიქრობდი –  უნდა მელაპარაკა თუ არა ამ თემაზე ხმამაღლა, გამეხმაურებინა თუ არა. სიმართლე გითხრათ, გახმაურების არსსაც ვერ ვხედავდი, ვინაიდან, მედიის დიდი ნაწილიისეა ნაყიდი, იმდენად არავინ იღებს ხმას ამ საკითხებზე, რომ სანთლით საძებარი გამიხდა ისეთი მედიასაშუალება, რომელიც ამ თემაზე დაწერდა. ამიტომაც მინდა, მადლობა უნდა გადავუხადო გაზეთ «ალიას» ამ სიმამაცისთვის. ის, რაც ხდება აჭარაში, არამარტო შემაშფოთებელია, ეს ტრაგედიაა. რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა ახლობელმა, რომელიც გახლავთ ბერი, მთხოვა, რომ ჩემთან ერთად წამოვიდოდა. გზიდან რამდენიმე ახლობელ ადამიანს დავურეკე, რომ ჩავდიოდი აჭარაში ბერთან ერთად. აქვე უნდა აღვნიშნო ის, რომ 30 წლის წინათ, როცა მე დავტოვე აჭარა, არ იდგა არც ერთი მეჩეთი. ძალიან იშვიათადთუ გაიგონებდი მტერი რელიგიის წარმომადგენლის ლოცვას. წავედით ბათუმში და ჭავჭავაძის გამზირზე, ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის წინ არის გახსნილი უშველებელისანამცხვრე. შევნიშნე, რომ მომსახურე პერსონალმა ბერი როცა შენიშნეს, შეშფოთდნენ. ამ სანამცხვრეში თითქმისსულ თურქები იყვნენ. მათ შორის ერთი ქართველი გოგონა აღმოჩნდა, რომელიც მოვიდა და გვითხრა, რომ ესსანამცხვრე თურქებისაა და რადგან შემოსილი გახლავთ ბერი, არ მოგემსახურებიანო. იმდენად შევშფოთდი დაშევძრწუნდი და ვერც კი შევკადრე ამ ჩემს ახლობელ ბერს, რატომ არ გვემსახურებოდნენ და რატომ დავტოვეთიქაურობა. შევედით იქვე, მოპირდაპირედ მყოფ ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც მიმდინარეობდა ლოცვა, რომელსაც ესწრებოდა მაქსიმუმ 6 ან 7 კაცი, ისინიც ბათუმში მცხოვრები რუსები. 200-ათასიან ქალაქზევლაპარაკობ. დასრულდა ლოცვა, გამოვედით, სადაც კი მივედით, ყველგან თურქები დაგვხვდნენ. რესტორანი იყო, მაღაზია თუსასტუმრო. სადღაც სამი ქუჩა მოვიარეთ და არსად არ მოგვემსახურნენ, რადგან მახლდა შემოსილი ბერი. ბათუმი უკვე ჩვენი აღარ არის. ჩვენი რწმენის, ქრისტიან ადამიანს აქ უკვე აღარ ემსახურებიან და ეს ხდება ბათუმისცენტრში. – კონკრეტულად რა მისამართებზე მოხდა მსგავსი რამე – ამ დაწესებულების ზუსტი მისამართები და სახელებიგახსოვთ? – ჭავჭავაძის გამზირზე, ღვთისმშობლის ეკლესიის მოპირდაპირედ  მდგარი თურქული სანამცხვრე, ასევე, თბილისის მოედანზე, ავტობუსების გაჩერების მდებარედ განთავსებულ რამდენიმე მაღაზიასა და რესტორანში. – აგრესიულებიც იყვნენ? – აგრესიულები არ იყვნენ, არც არავის გამოვუყრივართ, უბრალოდ, მომსახურე პერსონალი მოდიოდა დაგვეუბნებოდა, რომ ვერ მოგვემსახურებოდნენ, რადგანაც თან მახლდა შემოსილი და ობიექტი იყო მუსლიმანების. ესხდება ჩემს სამშობლოში, ჩემს ქალაქში – უარს მეუბნებიან მომსახურებაზე. ეს არის ტრაგედია. – ეს ხომ დღეს არ დაიწყებოდა, ალბათ, უკვე კარგად გამოცდილი პრაქტიკაა და აგრძელებენ ამის კეთებას. თქვენთუ გსმენიათ ვინმესგან, რომ მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი და რა რეაქცია აქვს ხალხს? – მსმენია კი არა, გასულ წელს დიდი სკანდალიც იყო ატეხილი, ბათუმში, მუსლიმანური სალოცავის წინ მიმავალმღვდელს გამოუხტნენ და აიძულებდნენ, – ჩვენ მუსლიმანები ვართ და ამ ქუჩაზე აღარ იაროო. იმდენად არისბათუმში გაბატონებული თურქული ექსპანსია, რომ რელიგიურ ექსპანსიაშია გადაზრდილი და აჭარაში დღესთურქები გვდევნიან ჩვენი სარწმუნოების გამო. ქრისტიანობა იდევნება და ეს ხდება 21-ე საუკუნის საქართველოში, სადაც ხელისუფლებას გასაოცარ დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია. მაგრამ თვალით ნანახი უფრო მწარე გამოდგა. ხალხს რეაქცია არ აქვს უკვე, შეგუებულია თურქეთთან ასიმილაციას. თურქები უფრო შინაურები არიან მათთვის, ვიდრე ქართველები. გაათათრეს უძველესი სისხლისა და ხორცის მქონე ხალხი. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ისინი ამ პროექტების მონაწილეები არიან და მათ ინტერესებში არ შედის ამსაკითხზე ხმის ამაღლება. სააკაშვილს მიაკვდა სულში ძაღლი. მან დაიწყო აჭარის გათათრება. 23 ათას თურქს მიანიჭა მოქალაქეობა ერთკვირაში. დღეს ყველა ობიექტი თურქებისაა და იქ მცხოვრები ქართველები სამსახურსაც ვერ იწყებენ ისე, თუთურქული ენა არ იციან გამართულად. საშინელი მდგომარეობაა ბათუმში, ყველა ჰოსტელი და სასტუმრო ბარდელია. აჭარა მთლიანად გათახსირებულიაუკვე თურქებისგან. – ხელისუფლების პოზიცია როგორია ამ დროს? – გაიხსენეთ ახალი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადება, რომ მეჩეთი უნდა ააშენონ ბათუმში დამიხვდებით, რა პოზიციაც უჭირავს ხელისუფლებას. ხელისუფლება გარანტიას აძლევს ყველა იმ პროექტს, რომელიც თურქებს სურთ განახორციელონ. – რის ფასად, რატომ უღირთ?...