NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » SOCAR-ი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით ზრდის
სიახლეები

SOCAR-ი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით ზრდის

აზერბაიჯანი საქართველოში გაზის მიწოდებას 11%-ით გაზრდის. ინფორმაციას Day.Az ავრცელებს.

2019 წლის ორ თვეში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა საქართველოში 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. წლის ბოლომდე მიწოდება 1მილიარდ 260 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

როგორც SOCAR-ში აცხადებენ 2019 წელს სახელმწიფო ნავთობკომპანია ყველა პრობლემის გათვალისწინებით საქართველოს დაახლოებით 2,45 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.

რაც შეეხება გაზგასამართ სადგურებს (აგს), ბოლო მონაცემებით SOCAR-ი საქართველოში 113 აგს ფლობს.

 

პოპულარული სტატიები

ტოჩინოშინმა მეცხრე გამარჯვება მოიპოვა

მთავარი რედაქტორი

ქართველი კალიგრაფისტის ნამუშევარი ლიტვაში, გამოფენაზე წარადგინეს

მთავარი რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში ქართველ სამხედროებს ესტუმრა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....