NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Samsung-ი შესაძლოა ქართული ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებით დაინტერესდეს
სიახლეები

Samsung-ი შესაძლოა ქართული ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებით დაინტერესდეს

საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები აშშ-ში Samsung-ის ინოვაციების ცენტრს დაუკავშირდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კორეაში, კომპანიის ვიცეპრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კომპანია Samsung-ი მზად არის, განიხილოს წინადადებები საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა Samsung-ის ცენტრალურ ოფისში, კომპანიის ორ ვიცე-პრეზიდენტთან. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი საქართველოში ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელზეც  ვისაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, იყო საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების დაკავშირება Samsung-ის ინოვაციების ცენტრთან აშშ-ში. ეს ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და  საკითხის განხილვის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მათ რამდენიმე ქართული სტარტაპის იდეებიც გამოადგეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

პოპულარული სტატიები

თავდასხმა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბზე

მთავარი რედაქტორი

ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

“არჩევანის წინაშე ვდგავარ, დავასრულო კარიერა ან სხვა ქვეყნის სახელით ვიასპარეზო”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....