NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » CO-თი გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის ოჯახს სოციალურად უჭირს
საზოგადოება

CO-თი გარდაცვლილი 21 წლის ბიჭის ოჯახს სოციალურად უჭირს

თბილისში, კნოლევის ქუჩაზე CO-ს დაგროვების შედეგად გარდაცვლილი 21 წლის დიმიტრი დარბაიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან არის. ის თბილისში ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.

“სამუშაოდ იყო თბილისში, სოფელში თავისუფალ დღეებში ჩამოდიოდა ხოლმე. დედა ერთი წელია საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, რადგან ოჯახს სოციალურად უჭირს. დიტოს სახლში მამა და ორი ძმა ჰყავს“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ცნობისთვის, დიმიტრი დარბაიძესთან სახლში მისი მეგობარი, თსუ-ს სტუდენტი ანი ჯაფარიძეც იმყოფებოდა, რომელიც ასევე CO-ს დაგროვებას ემსხვერპლა.

სანზონაში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

პოპულარული სტატიები

“დამეხმარეთ, რომ შევძლო შვილებთან დაბრუნება” – 4 შვილის მარტოხელა დედა დახმარების მოლოდინშია

მთავარი რედაქტორი

“ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეაში – ეს საქართველოა!”

მთავარი რედაქტორი

მესტიაში 23 წლის კაცი მოკლეს

გადასვლა....