NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ნიუ ატლასი” 2015 წლიდან იგებს სახელმწიფო ტენდერებს და სტაბილურად არღვევს ტენდერის პირობებს”
პოლიტიკა

“ნიუ ატლასი” 2015 წლიდან იგებს სახელმწიფო ტენდერებს და სტაბილურად არღვევს ტენდერის პირობებს”

2016 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა “„ნიუ ატლას სტრატეჯი ეიჯენსი კოს ფილიალთან“. სამინისტრო კომპანიისგან 26 300 ბათინკს ყიდულობდა 2,453,001 ლარად.

თავდაცვის სამინისტროს “ნიუ ატლასისგან” მანამდეც შეუსყიდია იგივე ბათინკი, თუმცა, 7.27 ლარით ნაკლებად ვიდრე აღნიშნულ ტენდერში. “ნიუ ატლასმა” მოიტყუა და ბათინკის სისქედ 1.9 მმ მიუთითა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბათინკის ტყავი უფრო სქელი იყო (2.35მმ), ვიდრე ზოგადად სადენდერო პირობაში განსაზღვრული სისქე (2.1მმ). მიუხედავად ამისა, სამინისტრომ სატენდერო პირობა შეცვალა და წარმოდგენილი ნიმუში მოიწონა.
ამის შემდეგ “ნიუ ატლასმა” თავდაცვის სამინისტოს ვიზუალურად ნიმუშისგან განსხვავებული ბათინკები გაუგზავნა. თაცვადაცვის სამინისტრომ ამჯერადაც აპატია “ნიუ ატლასს”. თავდაცვის სამინისტროს ხასისხის კონტროლის სამსახურის მიერ მოწონებული და შერჩეული ბათინკები უხარისხო გამოდგა. ბათინკი ჩინური კომპანიის მიერ არის წარმოებული (მოდელი: LW/S OG S1)

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016-2018 წლებში, უნიფორმის შესყიდვის ტენდერების 30% არაკონკურენტულ გარემოში წარიმართა, რამაც ხშირად გამოიწვია პროდუქციის ფასთა ზრდა და შესყიდვების არაეკონომიურად განხორციელების რისკები.

“ნიუ ატლასი” 2015 წლიდან იგეგბს სახელმწიფო ტენდერებს სპორტული ინვენტარისა და უნიფორმების შესახებ. შემსყიდველებს კი ძალოვანი უწყებები წარმოადგენენ. 2018 წლის 26 იანვარს “ნიუ ატლასი” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მას შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის უნდა უნდა მიეწოდებინა 3200 მაღალყელიანი ფეხსაცმელი, 400 000 ლარად. ტენდერში 5 პრეტენდენტი იყო და 4-ის დისკვალიფიკაცია მოხდა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის “ნიუ ატლასი” სახელმწიფოს ყველაზე ძვირად აწოდებდა მოთხოვნილ პროდუქციას. თუმცა, საბოლოოდ მან გაიმარჯვა. ამ დროისთვის, “ნიუ ატლასი’ “შავ სიაში” არ ფიქსირდება.

აუდიტის ანგარიშში ასახული სიტუაცია მეტყველებს რომ ძალოვან უწყებების თანამშრომლებისთვის უნიფორმები ხელმისაწვდომი არ არის. მათ არ მიეწოდებათ სეზონული ტანსაცმელი და შესაბამისი ფეხსაცმელი. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში 94%-ით ნაკლები ფეხსაცმელი გაიცემა სამხედრო მოსამსახურეებზე, ვიდრე ნორმაა; 2014 წლის შემდეგ შსს-ს დაბალყელიანი ფეხსაცმელი არ უყიდია. მაღალყელიანი კი 2015 წლის შემდეგ; 2014 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებზე ფეხსაცმელი აღარ გაცემულა

“ფლანგვის დეტექტორი”

პოპულარული სტატიები

“იშვიათად მინახავს ასე ერთად თავმოყრილი ქალში ამდენი ღირსება და თვისება”

თაკო

ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ადგილად თელავის არჩევის მიზეზები დაასახელა

თაკო

“ამას ნამდვილად გამოლოცვა ჭირდება… გაწი ხელები ეკლესიისგან”

თაკო
გადასვლა....