NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » რუსეთი შესაძლოა, გლობალურ ინტერნეტს “გამოეთიშოს”
მთავარი გვერდი

რუსეთი შესაძლოა, გლობალურ ინტერნეტს “გამოეთიშოს”

რუსეთი აპირებს, რომ კიბერუსაფრთხოების შესამოწმებლად გლობალურ ინტერნეტს დროებით “გამოეთიშოს”. როგორც  BBC წერს, ტესტის დროს მონაცემების გაცვლა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოხდება და მის ფარგლებს არ გასცდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პარლამენტში კანონპროექტი “ციფრული ეკონომიკის ეროვნული პროგრამა” წინა წლის დეკემბერში დარეგისტრირდა.  ტესტი 2019 წლის პირველ აპრილამდე ჩატარდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. კანონპროექტი დუმაში პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.

როგორც კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, მათი მიზანია ინტერნეტის რუსულმა სეგმენტმა მუშაობა გააგრძელოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას საერთაშორისო ქსელიდან ჩახსნიან.

კანონპროექტი ინტერნეტპროვაიდერებს ავალდებულებს, ოპერირება მოახერხონ თუკი “გარე ძალები ეცდებიან, ქვეყნის ონლაინ იზოლაციას შეეცდებიან”. BBC წერს რომ, „ნატო“ და მისი მოკავშირეები კიბერთავდასხმების გამო რუსეთს სანქციებს დაუწესებენ.

გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ რუსეთმა DNS-ის, ინტერნეტის მისამართების სისტემის საკუთარი ვერსია შექმნას და ტრაფიკის მარშრუტის განსაკუთრებული წესები დააწესოს. ეს უზრუნველყოფს, რომ უცხოური სერვერებიდან გათიშვის შემთხვევაში რუსულმა ინტერნეტ რესურსებმა მაინც იმუშაონ.

პოპულარული სტატიები

“ციხეში ჩამსვით, თუ ეს ყველაფერი ასე იყო”

მთავარი რედაქტორი

Why local US newspapers are sounding the alarm

ოფიციალურად – მოურინიო გაათავისუფლეს

შაკო ოდიშვილი
გადასვლა....