NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » მღვდელი 200 000-იანი “ბენტლით” – “ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა!“
საზოგადოება

მღვდელი 200 000-იანი “ბენტლით” – “ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა!“

გუშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა ფოტოს, რომელზეც გამოსახული იყო მღვდელი ძვირადღირებულ მანქანაში. ამ ფაქტს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში წერდნენ, რომ “ბენტლი” მღვდლის საკუთრება იყო, რომლის ფასი ასეული ათასი ლარია.

“არ ვიცი ,,ბენტლი” ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ…

თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია. სწორედ ისინი ყოფენ ღვთისმსახურებს კატეგორიებად…

მხოლოდ საკუთარი მოძღვარი მიაჩნიათ ცხონების გარანტად. სხვას კი სასაცილოდ იგდებენ…

ასეთი მიდგომით არც თვითონ მიდიან სწორი გზით და სხვასაც არასწორ წარმოდგენას უქმნიან რწმენაზე, რელიგიაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე.

ქრისტე ერთია, ქრისტიანული მოძღვრება კი სამწუხაროდ იმდენი ჩამოყალიბდა რამდენიც მღვდელია…

ისე, ქრისტე რომ გაჩერებასთან იდგეს და ,,ბენტლით” ჩავუარო, დარწმუნებული ვარ გაჩერების სურვილი არ ექნება…

ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა, თორემ ზოგს სახლიც არ აქვს, ზამთარში თავი რომ შეაფაროს”, – წერს პეტრე კოლხი.

პოპულარული სტატიები

“რუსეთი მტერია!” _ ქართველი გენერალ-ლეიტენატის პასუხი ზურაბიშვილს

თაკო

“ვაიმეეე ჩემი გოგო გახდა პღეზიდენტი, გილოცავ სალომეა, ყოველთვის მჯეროდა შენი”

თაკო

“რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები”

თაკო
გადასვლა....