NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ბარათი მომპარეს და 374 ლარი ლუდებში და სიგარეტებში დახარჯეს – გადაეცით, რომ სამარცხვინოები არიან!”
შემთხვევა

“ბარათი მომპარეს და 374 ლარი ლუდებში და სიგარეტებში დახარჯეს – გადაეცით, რომ სამარცხვინოები არიან!”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ორი მოზარდის ფოტო, რომლებმაც, სავარუდოდ, მოქალაქეს საბანკო ბარათი მოპარეს და იქიდან თანხა მოხსნეს.

ფოტოსა და პოსტს დაზარალებული სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ამბობს, რომ პოლიცია ამ დანაშაულზე უკვე ინფორმირებულლია.

„ამ ორ “ჭკვიანს” თუ იცნობთ ვინმე, გადაეცით, რომ სამარცხვინოები არიან!
დავკარგე/მომპარეს საქართველოს ბანკის ბარათი, ისე, რომ მომენტალურად ეს ამბავი არ შემიმჩნევია, ძალიან ბევრი საქმე მქონდა და არ მეცალა არაფრისთვის, მათ შორის არც ტელეფონისთვის. რამდენიმე საათში ტელეფონს დავხედე და 35 მესიჯი დამხვდა, ყველა საქართველოს ბანკის. ესე წიკო–წიკოდ 20–20 ლარად დახარჯეს მთლიანად ჩემს ანგარიშზე არსებული 374 ლარი– ჩიფსებში, ლუდებში, სიგარეტებში და კონტრაცეპტივებში. თან ისეთი “ჭკვანები” არიან სულ კამერებიანი მაღაზიები ჩამოიარეს.
ბარათი როცა დავბლოკე, ლარი და 90 თეთრი მქონდა დარჩენილი ანგარიშზე, მერე კი ვინანე მეორე დღეს იქნებ ნაბახუსევზე ბორჯომი მონდომებოდათ ბიჭებს

კრიმინალურ პოლიციაში განცხადება დაწერილია, ჩანაწერებიც არსებობს და სანამ გამოძიება დაიწყება მანამდე ვინმემ მიაწვდინეთ ხმა – ბარათი მაინც დამიბრუნონ, ბარათის აღსადგენად საჭირო თანხას თუ არ მიტოვებდნენ ანგარიშზე.

შუილო, თუ გშიოდა შესულიყავი მაღაზიაში საჭმელი გეყიდა ან წამლისთვის თუ გჭირდებოდა აფთიაქში დაგეხარჯა, ხმის ამომღები ვინ იქნებოდა მაგ სიტუაციაში!!! მაგრამ ამდენი ლუდის და ჩიფსის ფულის დონაცია ქველმოქმედება კი არა სიცოცხლისთვის მავნებელი ქმედების ხელშეწყობაა და იქნებდა არ მინდოდა შენი ცოდვა კისერზე, ჩემი ფულით რომ დაიავადმყოფე თავი?!“ – წერს თამარო ჩხუბიანიშვილი სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები

გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

თაკო

ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქროს ცეცხლი უკიდია

თაკო

თბილისში 23 წლის ბიჭი დაჭრეს

თაკო
გადასვლა....