NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის”
პოლიტიკა

“მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის”

“მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის” – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

სანდრა რულოვსმა ემიგრანტებს მიმართა და სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაშ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველო გაჩერებულია და ქვეყანა წინ ვერ მიდის.

ქართველ ემიგრანტებს სიტყვით მიმართა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერმაც. გრიგოლ ვაშაძემ, ბელგიაში გაგზავნილ ე.წ. ზონდერ ჯგუფებსა და ხელისუფლების მიერ, საპრეზიდენტო არჩევნებზე რესურსის გამოყენებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“, მომავალ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.

„ზონდერებს აგზავნიან ბელგიაში. ეს სიძლიერის ნიშანი არ არის, ეს არის სისუსტის ნიშანი, ზუსტად ისევე, როგორც მხარდამჭერებზე თავდასხმები, როგორც მუქარა, როგორც მუდმივი დაშინება და აღმოჩნდა, რომ 900 ათასამდე ქართველი ვერ შეაშინეს და შემდეგ არჩევნებზე ვერ შეაშინებენ ქართველების ¾-ს. ეს პარტიული შეკრება არ არის, ეს არის პატრიოტების შეკრება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოპულარული სტატიები

“მე და მი­შას ქორ­წი­ნე­ბის 25 წლის იუ­ბი­ლე გვაქვს და გვინ­და ზუგ­დიდ­ში აღვნიშნოთ”

თაკო

მამუკა ბახტაძე უმრავლესობის წევრებს ხვდება

ზაზა სარალიძე დღეს შს სამინისტროშია დაბარებული

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....