NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზესტაფონის მერმა და ვიცე-მერმა თანამდებობები დატოვეს
რეგიონი

ზესტაფონის მერმა და ვიცე-მერმა თანამდებობები დატოვეს

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ეკა დუგლაძის თქმით, კახაბერ მახათაძე პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს და განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს დაწერს. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

თანამდებობა ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ვიცემერმა ელგუჯა კვეტენაძემ.

მერის მოვალეობას დავით ჩირგაძე შეასრულებს, რომელიც ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამსახურში არ იმყოფება.

ცნობისთვის, კახაბერ მახათაძე თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს.

პოპულარული სტატიები

ავარია გორში – დაღუპულია მძღოლი და მისი ფეხმძიმე მეუღლე

თაკო

“ჩემი სურვილია, ახლო მომავალში ენგურის ხიდი გამაერთიანებელი გახდეს”

თაკო

შვილის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....