NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ეროვნული გამოცდების ნაცვლად, 2023-2024 წლიდან შესაძლოა 1 კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს
საზოგადოება

ეროვნული გამოცდების ნაცვლად, 2023-2024 წლიდან შესაძლოა 1 კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2023-2024 წლიდან შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს და მასში მიმდინარე პროცესებს, შემდეგ წავიდეთ იქეთკენ, რომ სკოლების აკადემიური მიღწევები გრძელვადიან პერსპექტივაში, რას აკეთებდა ეს მოსწავლე 12 წლის განმავლობაში როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე საქმიანობებში, რამდენად ლიდერული იყო, რამდენად აქტიური იყო, შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია და ამის გარდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყარო, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უნარების კომბინირებული გამოცდა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით, დავგეგმავთ და წინ წავალთ ისე, როგორც დაგეგმილია, 2023-2024 წელს შეიძლება ამის დანერგვა”,- განაცხადა აბულაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლიდან გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ამ წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

პოპულარული სტატიები

უიმედოდ დატოვებული სპორტი ქალაქ ჯვარში

მთავარი რედაქტორი

“დედის უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს, გიორგიმ ღია ჩემპიონატი მოიგო”

თაკო

მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....