NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს
საზოგადოება

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული კაცი იზოლატორიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ 29 წლის ვალერი ირემაძე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, თუმცა აქტიური ფსიქოზი არ შეინიშნებოდა.

ნარკოლოგიურ განყოფილებაში ის მანამდე მეგობრებმა მიიყვანეს. ცენტრის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აღრიცხვაზე, კლინიკის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას ამ დრომდე სწავლობენ და საბოლოო პასუხი ადმინისტრაციას დღეს ეცოდინება.

სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს დღესვე წარუდგენენ.

13 წლის ბიჭს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოპულარული სტატიები

ჩემთვის, ის სამეგრელოს ზურმუხტთვალია

მთავარი რედაქტორი

“საქართველოდან მივფრინავ… მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ ქალბატონ სალომეს გაემარჯვა”

თაკო

“რუსეთის მონა არ მინდა გავხდეთ”

თაკო
გადასვლა....