NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » კაცი ზემო რაჭიდან, რომელსაც 63 წელია შუქი არ ჰქონია (ვიდეო)
საზოგადოება

კაცი ზემო რაჭიდან, რომელსაც 63 წელია შუქი არ ჰქონია (ვიდეო)

რკინის მომთვინიერებელი – ასე იცნობენ მურმან გობეჯიშვილს ზემო რაჭაში. უგზოდ და უშუქოდ, ამჟამინდელი ხურუთიდან 3 კილომეტრში მხოლოდ მურმან გობეჯიშვილის ოჯახი დარჩა. მურმანი ახლა 63 წლისაა. შუქი არასდროს ჰქონია. მის ისტორიაზე გამოცემა „მთის ამბები“ წერს.

„არჩევნები როცაა, ბიულეტენი პირველი მე მომდის. ის მაბრაზებს, იციან რომ აქ ვცხოვრობ და ყურადღებას არავინ მაქცევს. არც გზაა, არც შუქია. არასდროს არავინ მოსულა მთავრობიდან ან საიდანმე რაიმეს საკითხავად, თქვენა ხარ პირველები ახლა“, – ჰყვება მურმან გობეჯაშვილი.

„ონი სასაზღვრო ზონაა, ყველაზე მეტი ყურადღება ამ რაიონს უნდა ექცეოდეს და ყველაზე უყურადღებოა. აგერ, ჩემი სოფლიდან 15 კილომეტრში რუსის ჯარი დგას, სხვა ქართულ სოფლებთან უფრო ახლოსაა. რომ მოინდომოს, 10 წუთში შემოვა“,  – ჰყვება კაცი.

„მთის ამბებმა“ კაცის დასახმარელად აქცია დაიწყო და მას ანგარიშის ნომერიც გაუხსნა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

პოპულარული სტატიები

მკვლელობა თბილისის ცენტრში – 25 წლის მამაკაცი დანით მოკლეს

თაკო

,,მეც ვტრიალებ ჩემს საწოლში და 4 შვილი მყავს” (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“რუსები საკუთარი ხელით დახსნიან მავთულხლართებს”

თაკო
გადასვლა....