NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსეობს”
საზოგადოება

“შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსეობს”

შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსეობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ანგარიშზე „წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ძირითადი პრობლემები მაღალმთიან სოფლებშია.

„წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ექვს რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი.  ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი, რის გამოც, ბავშვები ვერ იღებენ სასმელი წყლის საჭირო რაოდენობას, რაც სწავლის განმავლობაში უნდა მიიღონ. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებში. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისა და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. აღნიშნული მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ დასწრებას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პოპულარული სტატიები

გიორგი კვირიკაშვილი მარგველაშვილს მადლობას უხდის

თაკო

მემანქანეთა გაფიცვის გამო მეტრო არ მუშაობს

მთავარი რედაქტორი

4 შვილის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

თაკო
გადასვლა....