NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
რეგიონი

ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ხანძარი იყო. ცეცხლი ორსართულიან, ბარაკის ტიპის სახლში გაჩნდა.
 
დამწვარია ერთი საცხოვრებელი ბინა. ხანძრის შედეგად, ასევე დაზიანებულია კომერციული ობიექტი და კიდევ რამდენიმე ბინის სახურავი.
 
ბინის მეპატრონის განცხადებით, მას ფართი გაქირავებული ჰქონდა. შესაბამისად, ხანძრის გაჩენის მიზეზი მისთვის უცნობია.
 
ცეცხლი, სავარაუდოდ, სამზარეულოში გაჩნდა.
 
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ასევე 200 კვ.მ. სახლის სახურავი.
 
ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომლის თქმით, საცხოვრებელს დროებით გადახურავენ, ხოლო თუ მდგომარეობის შესწავლის შემდეგ საჭირო გახდა, დაზარალებულებს ქირითაც გაიყვანენ.
 
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
ხანძარი უკვე ლოკვიდირებულია.

პოპულარული სტატიები

ქუთაისში მიცვალებულების არევაზე საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

თაკო

გოგონებს აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან – აბორტები და დემოგრაფიული კატასტროფა რეგიონში

თაკო

ოკუპანტებმა ხურვალეთის მკვიდრი გაიტაცეს

თაკო
გადასვლა....