NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “გამოცდებში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება”
საზოგადოება

“გამოცდებში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება”

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განათლების რეფორმა შეაჯამა. მინისტრის თქმით, რეფორმაზე მუშაობენ ექსპერტები საქართველოდან და უცხოეთიდანაც. ყოველდღიურად იმართება შეხვედრები, რათა გადაწყდეს განათლების კომპლექსური ნაწილის საკითხი და არა მხოლოდ გამოცდები.

„გამოცდები მხოლოდ ერთი ნაწილია რომელზეც ჩვენი ხედვა გვაქვს, აქტიურად ვმუშაობდით ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ბატიაშვილმა. მისი თქმით, განათლების სისტემას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს, დაწყებული სკოლიდან, დამთავრებული მეცნიერებით, რომელიც ბატიაშვილის თქმით, თითქმის ნულამდეადაყვანილი. „მეცნიერება, განათლება, მეცნიერება. დღეს ეს ბაზისი არ არსებობს. ეს რაღაც ისტორიულ მომენტზე ასე გაკეთდა. ერთ დღეში ხელაღებით გავაუქმეთ ყველაფერი“,  – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ბატიაშვილის თქმით, სწავლების ახალი მეთოდის საპილოტო ვერსია 150 სკოლის დაწყებით კლასებში ჩაუშვეს, რომელიც ძალიან წარმატებული იყო და გაზაფხულისთვის, მსგავსი მეთოდები 50 სხვა სკოლაში დაინერგება, შემდეგ კი ექსპერიმენტი რეგიონებზეც გავრცელდება. „პილოტური სწავლების მეთოდის დროს, არამხოლოდ ბავშვების, არამედ პედაგოგების აქტივობა და მოტივაცია დავინახეთ. ჩვენ ვასწავლეთ პედაგოგებს როგორ წარემართათ გაკვეთილი, მათ კი ეს წარმატებით დანერგეს კლასებში“, – განმარტავს ბატიაშვილი.

განათლების მინისტრმა გამოცდებზეც ილაპარაკა. „როგორ უნდა შეიცვალოს გამოცდები? საგნობრივ ნაწილში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარები, საგნები ფიზიკურად არ არსებობს. ერთია როგორ აბარებ, მერე როგორ იყენებ. ტექნიკური მიმართულებით თუ აბარებს აბიტურიენტი, მათემატიკური უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მინისტრმა.

ბატიაშვილის თქმით, კომპლექსური განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ განათლების მიღება ახალგაზრდებს, მხოლოდ გამოცდების ჩაბარების მიზნით არ სურდეთ. პანაცეა ოღონდ გამოცდა ჩავაბაროთ,  არ გვაძლევს შედეგს“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

პოპულარული სტატიები

ტექდათვალიერების გავლა მარტივდება – კანონში ცვლილებები იგეგმება

თაკო

„არა! ქიმიურ საწყობს ბათუმში!“

“ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ რაც ამოგდით პირიდან”

თაკო
გადასვლა....