NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » თბილისში m²-ის მშენებლობას აპროტესტებენ
საზოგადოება

თბილისში m²-ის მშენებლობას აპროტესტებენ

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის არსებულ “გორაზე” გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მერიას მიმართეს, არ შეუცვალოს ზონალური სტატუსი 20.000 კვ. მ ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ ზონას, არ შეითანხმოს სამშენებლო კომპანია m²-ის მიერ შეტანილი პროექტი, “სადაც მას სურს 4 მაღალსართულიანი კორპუსისა და უზარმაზარი პარკინგის მშენებლობა” და არ გასცეს მშენებლობის ნებართვა.

“ეს სივრცე ჩვენია. ქალაქისაა და ჩვენი დასაცავია! აქ გაიზარდნენ თაობები, აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, ეს არის ადგილი საიდანაც კვარტლებს და არამარტო, სრულიად ქალაქს ჰაერი მიეწოდება და ვენტილირდება ვერეს ხეობიდან! აქ არის გერმანელ ტყვეთა სასაფლაო, რომელსაც აოხრება ელის! გარშემო არსებულ ვიწრო ქუჩებზე მოძრაობა უკვე გადატვირთულია, დამატებითი 350 (მინიმუმ) მანქანა გამოიწვევს ამ ტერიტორიის სრულ პარალიზებას, სატრანსპორტო კოლაფსს და ჩვენს ყოფას მუდმივ გამონაბოლქვში! აქ არის გერმანელ ტყვეთა სასაფლაო, რომელსაც აოხრება ელის!”, – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

აქციას ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე სამოქალაქო მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან.

პოპულარული სტატიები

შსს „თბილისობის“ დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თაკო

“ის დღე არ გათენდება ნაცები მხსნელად ან იმედად დავინახო”

თაკო

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ

თაკო
გადასვლა....