NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ხანძარი წალენჯიხაში – არის მსხვერპლი
რეგიონი

ხანძარი წალენჯიხაში – არის მსხვერპლი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუში ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 94 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, გამთენიისას, მოხდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 100 კვ.მ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ორსართულიან სახლზე, თუმცა, ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული.

შეტყობინება სამაშველო სამსახურში დღეს, დილის 06:00 საათზე, შევიდა. ადგილზე 3 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლის ლიკვიდაცია ერთ საათში მოხდა.

პოპულარული სტატიები

კახი კალაძემ მრავალშვილიან ოჯახს სახლი გადასცა საჩუქრად

თაკო

ქუთაისში გაზის მილს წყლის მილი მიუერთეს

თაკო

ავტომობილი დედასა და მის ორ შვილს დაეჯახა _ ავარია თელავში

თაკო
გადასვლა....