NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » „შეყვარებულებს, რომლებიც ვერ ბედავენ დაოჯახებას, აგენტები აღრიცხავენ და დაეხმარებიან“
პოლიტიკა

„შეყვარებულებს, რომლებიც ვერ ბედავენ დაოჯახებას, აგენტები აღრიცხავენ და დაეხმარებიან“

„მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად“ – ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა  ემზარ კვიციანმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, იქნებიან სპეციალური აგენტები, რომლებიც დაეხმარებიან იმ შეყვარებულებს, რომლებიც ოჯახის შექმნას ვერ ბედავენ.

„აი, ხო არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, იმიტომ, რომ არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, რომლებიც რომ ივლიან, გაიგებენ სად არიან ასეთი, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი… დახმარება წავა მაგათზე პირველადი, მერე ყველა ბავშვზე“ – აცხადებს კვიციანი.

კვიციანის თქმით, ამ წამოწყებაზე ინფორმირებული იქნება ყველა.

„აუცილებლად ეს იქნება გაპიარებული, აუცილებლად ამის შესახებ ეცოდინება ყველას საქართველოში რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის. ჩვენ ქართველები ვზრუნავთ ქართველებისთვის. ეს ფონდი არ არის სახელმწიფო. სახელმწიფო ყველასთვის თანაბრად ზრუნავს გასაგები“ – ამბობს კვიციანი.

პოპულარული სტატიები

გორის მერი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს (ვიდეო)

თაკო

“ლაშა ტალახაძის ჩემპიონობაც ფეხზე მკიდია, რეკორდიც და ყველაფერი” (ვიდეო)

თაკო

“მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე”

თაკო
გადასვლა....