NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება
საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი“ აუქციონის გამართვას აპირებს, სადაც სხვა ნივთებს შორის გაერთიანების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობაც გაიყიდება.

“გირჩი“ აუქციონს ახალ ოფისში გადასვლამდე ჩაატარებს.

“კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთი “გირჩის” ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად: ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი“, – წერს “გირჩი“.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ პირადობის მოწმობაში სახელი შეიცვალა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა.

პოპულარული სტატიები

“განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ წახალისებული დევნა”

თაკო

“მანქანაში 1 წლის ბავშვი გვყავს, საჭმელიც მთავრდება” – მძღოლები კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ

თაკო

“უცებ მოვიცელე, ძალა დავკარგე, გავაანალიზე წამებში რომ გადავრჩით…”

თაკო
გადასვლა....