NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ვინ უნდა გაიკეთოს ბაგა-ბაღების პერსონალიდან წითელაზე აცრა და როდემდე?
საზოგადოება

ვინ უნდა გაიკეთოს ბაგა-ბაღების პერსონალიდან წითელაზე აცრა და როდემდე?

ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა წითელაზე აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთონ. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულება 18 იანვრით თარიღდება და მისი მიხედვით, პერსონალი 2 თვის ვადაში უნდა აიცრას, ვადა 18 მარტს იწურება. 18 მარტის შემდეგ ბაღებში შეგროვდება აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ მონაცემები და ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიგზავნება.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებმა წითელას გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატარონ. მათ შორის ბაღების პერსონალი ვალდებულია წითელაზე აცრა გაიკეთოს.

22 იანვარსვე გამოიცა კიდევ ერთი ბრძანება, ამჯერად ჯანდაცვის მინისტრის, რომელიც სავალდებულო პროფილაქტიკურ აცრებს დაქვემდებარებულ პირთა ნუსხას შეეხება. ნუსხის მიხედვით, მათ შორის არიან როგორც სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პირები, ასევე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების გარკვეული კატეგორია და სხვა.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, უნდა აიცრან სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღების), სკოლებისა და კოლეჯების პერსონალი.

კერძოდ კი, წითელასა და წითურაზე აცრა ვალდებულებულია 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული პერსონალისთვის.

პოპულარული სტატიები

“არ მინდა ოდესმე სქურზე წარსულ დროში ვილაპარაკო”

მთავარი რედაქტორი

ფილოსოფოსი გურამ თევზაძე გარდაიცვალა

მთავარი რედაქტორი

”ცრემლი მახრჩობდა,ღმერთს ვეხვეწებოდი რომ არ გავეწირე”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....