NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » დავით ჭიჭინაძე ორშაბათს „ზოგიერ ადამიანზე“ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს
პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე ორშაბათს „ზოგიერ ადამიანზე“ სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავს

„ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, 2024 წლამდე უზენაესი სასამათლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევა შეჩერდეს“, – ასე ეხმაინება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით.

„ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე შეთანხმდენენ, რომ უზენაესი სასამათრთლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი 2024 წლამდე შეჩერდეს და ეს ალბათ მალე დადასტურდება. ეს არის  მთავარი მიღწევა არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქართული საზოგადოების. კარგია, რომ საზოგადოების პროტეტსი „ქართულ ოცნებაში“ ადექვატურად იქნა აღქმული.

რაც შეეხება ხმებს იმის თაობაზე, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე იყო სერიოზული დაპირისპირება და მკაცრი შეფასებები პარატიის თავმჯდომარის მხრიდან თითქოსდა ეკა ბესელიას მიმართ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი რამ არ ყოფილა.

ვინ დარჩა საბოლოოდ გამარჯვებული, არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან საქმე უნდა გაკეთდეს.

მე პირადად ორშაბათს კომიტეტის სხდომაზე ვაპირებ გავაკეთო სერიოზული განცხადება და ნათელი მოვფინო ყველაფერს, რაც ხდება, ზოგიერთი ადამიანი რას წარმოადგენს და როგორ უდგება სახელმწიფო ვალდებულებებს, როგორი პატარა ადამიანები არიან“, – განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ჭიჭინაძემ.

პოპულარული სტატიები

გედევან ფოფხაძე “ქართულ ოცნებას” ტოვებს

თაკო

“ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით” (ვიდეო)

თაკო

“ბევრი რამ ვთქვი, კიდევ ვიტყვი ბევრ რამეს”

თაკო
გადასვლა....