NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მეუფე პეტრე შესაძლოა, წმინდა სინოდიდან გარიცხონ
საზოგადოება

მეუფე პეტრე შესაძლოა, წმინდა სინოდიდან გარიცხონ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე შესაძლოა, წმინდა სინოდიდან გარიცხონ. ყველაზე ხმაურიანი მღვდელმთავრის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო.

საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მეუფე პეტრეზე იერიში ამბიონიდან მიიტანა. ნარიყალას ეკლესიაში ქადაგების დროს მამა გიორგი თევდორაშვილმა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.

მამა გიორგი თევდორაშვილი საქართველოს საპატრიარქოში მაღალ თანამდებობას იკავებს და პენიტენციურ დაწესებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.

მღვდელი ფიქრობს, რომ მღვდელმთავართან ერთად, ეკლესიას მისი მრევლიც შორდება და სულიერ მამას სულიერი შვილები მცდარ გზაზე დაჰყავს.

ჭყონდიდის ეპარქიაში ეჭვი აქვთ, რომ მეუფე პეტრეზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც საპატრიარქოშივე დაიგეგმა.

ჭყონდიდის ეპარქიის მწვავე რეაქციის შემდეგ, მღვდელმა პოზიცია შეცვალა. მამა გიორგი თევდორაშვილმა თქვა, რომ მან მხოლოდ საფრთხეებზე იქადაგა.

მამა გიორგიმ ქადაგების დროს მეუფე პეტრეს მწვავე პოზიციას „პრობლემა“ უწოდა და დააანონსა, რომ ეს პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს.

თეოლოგებს გაუჩნდათ განცდა, რომ მეუფე პეტრესთვის სტატუსის შეჩერება იგეგმება და ახლა ეპისკოპოსთან დაპირისპირებული ძალები ნიადაგს სინჯავენ.

მეუფე პეტრეს წინააღდეგ კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, მან საპატრიარქო ციანიდის საკითხის იგნორირებისთვის გააკრიტიკა. ამის გამო შეურაცხმყოფელი ქადაგება მეუფე პეტრეს ჯერ სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიუძღვნა, შემდეგ რიგში მღვდლები ჩადგნენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში ფიქრობენ, რომ სასულიერო პირები წმინდა სინოდის წევრზე შეტევით საეკლესიო კანონებს არღვევენ.

გაჩაღებულ სასულიერო ომზე საპატრიარქოს ადმინისტრაცია დუმს. თუკი ჭყონდიდის მიტროპოლიტი დასაჯეს და განკვეთეს, ამით საპატრიარქო საკუთარ ანგარიშზე მოგების ქულას ვერ ჩაიწერს. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დიდი დაპირისპირების საფუძველი აღმოჩნდეს.

პოპულარული სტატიები

„ყაზტრანსგაზი” გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს აფრთხილებს

თაკო

“არ გამოვრიცხავ, სარალიძე მოკლან…”

თაკო

სამარშრუტო ავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....