NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ყველაზე დიდ ანაზღაურებას შვილს უხდიდა” – აუდიტი
სამართალი

“ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ყველაზე დიდ ანაზღაურებას შვილს უხდიდა” – აუდიტი

აუდიტის სამსახური ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციაზე ფედერაციის პრეზიდენტს შვილი ჰყავდა დასაქმებული, რომლის შრომის ანაზღაურებამაც ამ პერიოდში შეადგინა 25,375 ლარი.

დასკვნის მიხედვით, გელა ბერუაშვილმა არა მხოლოდ დაასაქმა შვილი და მისცა ყველაზე მაღალი ხელფასი, პოზიციაზე ყოფნისას დასაქმებულმა არანაირი სამუშაო არ შეასრულა.

“შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო ე.წ. მონიტორინგის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული საქმიანობა. აუდიტორული პროცედურებით ვერ იქნა მოპოვებული რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტს. 2017 წლის სექტემბრიდან აღნიშნული თანამდებობრივი პოზიცია გაუქმდა, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტის საქმიანობა, რომელიც ამ დრომდე არ იყო ანაზღაურებადი, მოცემული პერიოდიდან გახდა ანაზღაურებადი და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა მონიტორინგის მენეჯერის გაუქმებული საშტატო პოზიციის მიხედვით არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად, დასაქმებულებს ევალებოდათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება, უფროსის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული სამუშაო დროის შესაბამისად, ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები (ინფორმაცია/დოკუმენტაცია) თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციებისა და დამტკიცებული სამუშაო გრაფიკის შესახებ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

პოპულარული სტატიები

“მაიმუნ ირაკლი ოქრუაშვილს მალე ბორკილებს დაადებენ“

თაკო

“ბუტას უბედურება პოლიტიკურად სააკაშვილმა აქცია”

თაკო

8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

თაკო
გადასვლა....