NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “მადლობა, ჩემი შვილის გადარჩენისთვის” – მარტოხელა დედა საზოგადოებას მადლობას უხდის
საზოგადოება

“მადლობა, ჩემი შვილის გადარჩენისთვის” – მარტოხელა დედა საზოგადოებას მადლობას უხდის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოფშკვითში მცხოვრეი გურანდა თათეიშვილი შვილთან, ძმებთან და მშობლბეთან ერთად ავარიულ სახლში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ახალგარდა ქალის თქმით, ოჯახს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, რის გამოც ყოფილა დღეები, როცა მათ საკვები საერთოდ არ ჰქონიათ.

“მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმ დახმარებისთვის, რომელიც საზოგადოებამ ჩემ მიმართ გამოხატა. იმდენი პროდუქტი დაგვიგროვდა, რომ რამდენიმე თვე საკვებზე დარდი აღარ გვექნება,”- აცხადებს მარტოხელა დედა, გურანდა თათეიშვილი.

ქუთაისში მცხოვრებ ონისე მელქაძის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ჩაატარა ამ ოჯახის დასახმარებლად. აქციის მონაწილეებმა მარტოხელა დედას ყველა საჭირო პროდუქტი თუ ნივთი შეუძინეს და გარკვეული თანხაც გადასცეს.

“როდესაც ამ ოჯახის შესახებ შევიტყვეთ ძალიან შეგვეცოდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მე და ჩემს მეგობრებს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ოჯახზე დახმარება სურდათ. დღეს უაღრესად გაჭირვებულ ოჯახს ყველა საჭირო პროდუქტი თუ ნივთი ჩავუტანეთ, ასევე გადავეცით თანხა,”- ამბობს ონისე მელქაძე.

პოპულარული სტატიები

“მირჩევნია სამუდამო მომისაჯონ ვიდრე ვაშაძეს მივცე ხმა…”

თაკო

“ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს ხმები? ერთი ხმით მეტი რომ იყოს, უკვე გამარჯვებულია”

თაკო

“ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან მამი როცა ბოლოჯერ ვილაპარაკეთ”

თაკო
გადასვლა....