NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ბედნიერების წამებიდან – მოპოვებულ დიდებამდე!
ახალი ამბები მთავარი გვერდი მსოფლიო ამბები სპორტი

ბედნიერების წამებიდან – მოპოვებულ დიდებამდე!

რამოდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარდიფის ახალი ფეხბურთელი, რომელიც ბრიტანეთში მიფრინდავდა, თვითმფრინავთან ერთად გაქრა. უმეტეს საფეხბურთო ინფორმაციების წყაროში, მხოლოდ ნანტის ფორვარდზე, კარდიფის ახალ შემტევზე ან არგენტინელ ბიჭზე წერდნენ. ამ ამბავმა, სულ რაღაც ორ დღეში, მთელი საფეხბურთო სამყარო  მოიცვა და ერთად დააყენა.

ვინ არის ემილიანო სალა?
სალა არგენტინაში 1990 წელს, კერძოდ ლას-კოლონიასში დაიბადა. მისი პირველი ოფიციალური კლუბი, სადაც დებიუტი ჰქონდა ,,ბორდო” იყო. 2015 წელს იგი ნანტიში ჩაირიცხა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. რა ხდება შემდეგ? 2019 წელი, სალასთვის იმაზე კარგად დაიწყო, ვიდრე წარმოიდგენდა. ,,კარდიფი” მისთვის სარეკორდო თანხას 19 მილიონს იხდის – მაგრამ ითამაშებს თუ არა სალა კარდიფის გულშემატკივრისთვის ეს კიდევ საკითხავია.

ინტერნეტში გავრცელდა აუდიო-ჩანაწერი, რომელიც ემილიანო სალამ თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებს, თვითმფრინავიდან გაუგზავნა.

“გამარჯობა, პატარა ძმებო, როგორ ხართ, გიჟებო?

ძმაო, მე მკვდარი ვარ. ნანტში ვიყავი, რაღაცას ვაკეთებდი, ვაკეთებდი, ვაკეთებდი და ეს არ მთავრდებოდა. ახლა ვიმყოფები თვითმფრინავში, რომელიც, შესაძლოა, ჩამოვარდეს.

ხვალ, ახალ გუნდთან პირველი ვარჯიში მაქვს და ვნახოთ, რა მოხდება. თქვენ როგორ ხართ, დებო და ძმემო, ყველაფერი კარგადაა?

თუ საათნახევარში ჩემგან არანაირ ინფორმაციას არ მიიღებთ, არ ვიცი, ექნება თუ არა აზრი, ჩემს საძებნელად ვინმეს გამოგზავნას, რადგან მაინც ვერ მიპოვიან, მაგრამ… მამიკო, როგორი შეშინებული ვარ!” – დაასრულა არგენტინელმა და ეს ხმოვანი შეტყობინება Whatsapp-ის საერთო ჩატში გააგზავნა. (იხილეთ სრული ჩანაწერი)

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამუშაოები შეწყდა, რის შედეგაც ემილიანო სალას და სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტებთან და ყველას სთხოვა, რომ ძებნა გაეგრძელებინათ. მისი თქმით სალა სადღაც მარტოა და გველოდება!

ბრიტანეთში გამგზავრების წინ, მან აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან სურათი გადაიღო და შემდეგი წარწერა დაურთო:

“უკანასკნელი გამომშვიდობება.” – დაწერა არგენტინელმა და პოსტზე ყოფილი გუნდი, “ნანტი” მომიშნა.

ნამდვილად არავინ იცის რა ხდება ემილიანო სალას თავს ან სად არის, მაგრამ იმედია იმის თქმა არ მოგვიწევს, რომ სულ თუ არაფერი სალა ბედნიერი დაიღუპაო. ცხოვრება ასეთი წამებით, ნამდვილად სავსეა, როცა დიდ ბედნიერებას შეიძლება დიდი უბედურებაც მოჰყვეს – ან პირიქით. მაგრამ ერთი რამ ნათელია – არ აქვს მნიშვნელობა როგორ, სად და რანაირად – არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა უკვე ყველას უყვარს!

პოპულარული სტატიები

საფრანგეთში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დააკავეს

მთავარი რედაქტორი

“ხვალ, შეიძლება, დაგამხონ და შიმშილით რომ არ მოკვდე, მესხის მაისური გაყიდეო…”

თაკო

ყაზბეგში ტვირთამწეს დემონტაჟისას დეტალი მოსწყდა და მუშა იმსხვერპლა

გადასვლა....