NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მოგვარე მყავდა ერთი ცნობილი ავტორიტეტი მაგ ჭიდაობაში,მეგონა ძალიან ვუყვარდი…”
საზოგადოება

“მოგვარე მყავდა ერთი ცნობილი ავტორიტეტი მაგ ჭიდაობაში,მეგონა ძალიან ვუყვარდი…”

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გირაოთ გათავისუფლების ფაქტს ლეიბორისტული პატრიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“სპორტული ფედერაციები კაი ხანია იქცნენ ბიუჯეტის პარაზიტებად, უკანონო-მოძალადე ზონდერ-გაერთიანებებად, რომლებმაც სპორტსმენები ჩამოაყალიბეს საკუთარი ხალხის მჩაგვრელებად,არჩევნების გამყალბებლებად, ოპონენტების მცემელებად,პოლიტიკაში წარმოგზავნილ კრიმინალებად და საბოლოო ჯამში ისინი არა ქვეყნის სიამაყეს,არამედ უკვე ბედისწერას წარმოადგენენ.ალბათ ყველას გახსოვთ როგორ შეისხა, საავადმყოფოში დასაწოლად თვალებში შამპუნი, გამსახურდიას მიერ დანიშნულმა მოჭიდავე შინაგან საქმეთა მინისტრმა, რათა აეცილებინა პასუხისმგებლობა გადატრიალებასა და დაგეგმილ სამოქალაქო ომზე. შემდგომშიც ესენი იყვნენ მხედრიონის,გვარდიის.შევარდნაძე-მოქკავშირის,სააკაშვილ-ნაცმოძრაობის დამრტყმელი არიეგარდი. აგერ ავტოგოლისტი კალაძე რად ღირს მარტო.მოგვარე მყავდა ერთი ცნობილი ავტორიტეტი მაგ ჭიდაობაში,მეგონა ძალიან ვუყვარდი ბოლოს კი ვიგებ რომ მთელი ცხოვრება ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ეწოდა სადაც მოხვდებოდა. ასეა ვერცხლის გაფეტიშებამ ახლობელი,სამშობლო, მომავალი,ზნეობა აღარ იცის. ალბათ საზოგადოებაში დიდი დისკუსიაა დასაწყები რა ვქნათ,გვინდა სპორტი თუ სპორტ-პოლიტზონდერები ქვეყანაში.” – წერს ნათელაშვილი.

პოპულარული სტატიები

“თქვენ ხართ კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი”

თაკო

ისრაელში გამგზავრებულ ყოველ მეათე ქართველს უკან აბრუნებენ – შსს

თაკო

ცნობილია პირი, ვინც შინდისის მემორიალი დაარბია

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....