NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება, ჩემთვის ფასეულია” – 16 წლის თვითნასწავლი ჯვარიდან
საზოგადოება

“ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება, ჩემთვის ფასეულია” – 16 წლის თვითნასწავლი ჯვარიდან

ხშირად ადამიანები ჩვენს გვერდით მცხოვრებ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ვერ ვამჩნევთ. ადამიანებს, რომლებიც სხვებისგან ინდივიდუალიზმით, განსხვავებული ხედვით, საინტერესო და მრავალფეროვანი პროდუქტის შექმნით გამოირჩევიან.

ამჯერად, გვინდა ნიჭიერი, თვითნასწავლი ახალგაზრდა – შაკო გორდულავა გაგაცნოთ, რომელიც ულამაზეს ხელნაკეთ ნივთებს ქმნის,  ხატავს და ნატურალური ქვებით აფორმებს ხატებს. წნის სამაჯურებსა და სკვნილებს. ამზადებს ნაკურთხი წყლის ჩასასხმელ ჭურჭლებს და საერთოდ, შეხება აქვს თითქმის ყველაფერთან, რაც შემოქმედებას მოითხოვს.

 

16 წლის შაკო წარმოშობით ქ. ჯვარიდანაა. სწავლობს ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობი ჯვარის N1 საჯარო სკოლაში. მისი აზრით, ყველა, ვის ძარღვებშიც ქართული სისხლი დაიარება, ქრისტიანული, სუფთა ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს.

შაკო, მოგვიყევი, ვინ გასწავლა და რატომ გადაწყვიტე ამ საქმით დაკავებულიყავი?

– ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება, ჩემთვის ფასეულია. სწორედ ამ მიდგომამ გადამაწყვეტინა, თავისუფალი დრო ხელოვნებისთვის დამეთმო. სანთლის დამზადება, 11 წლის ასაკში, ჩემით ვისწავლე და ყოველთვის, როცა სანთლებს ვუახლოვდები, ახალი იმედებით და მიზნებით დატვირთული, ვცდილობ, სხვა დანარჩენისგან განსხვავებული რამ შევქმნა.

ცვილი და ძაფის გულსართი, ვიზუალურად მარტივი აგებულების იყო, ამიტომ, გადავწყვიტე მეც მეცადა მისი გაკეთება. თავიდან არცისე ლამაზი გამოვიდა, მაგრამ არ დავნებებულვარ, დროსთან ერთად, ყველაფერი შეიცვალა. საბოლოოდ, თქვენც ხედავთ, როგორი შედეგი მაქვს.

ორნამენტებს  შენ თვითონ  ქმნი?

-გაფორმება მონასტერში მასწავლეს, ვაზის ორნამენტებით. ხოლო ვარდები, გვირილები და ძველი ქართული ჭედური ხელოვნების ფორმები, ჩემი ინტერპრეტაციით მოვიფიქრე.

– ამ საქმის კეთების მოტივაციას რა გაძლევს?

-როგორც სხვებისთვის, ასევე ჩემთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი. ყოველი ახალი სანთლის გაკეთების შემდეგ, სასულიერო პირების, ოჯახის წევრების, მრევლისა და ინტერნეტ მეგობრებისგან ვღებულობდი და ვღებულობ ძალიან ბევრ დადებით ენერგიას, რაც სტიმულს მაძლევს არ გავჩერდე. სწორედ ეს არის ძალა, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მაძლიერებს.

როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება ახალი ჰობის აღმოჩენის შემდეგ?

-სრულებით შეიცვალა. ვატყობ, რომ ძალიან აქტიური და პროგრესული გავხდი. მუდამ ახლის ძიებაში ვარ, რაც ერთ ადგილას ვერ მაჩერებს. უკვე ხატებზეც ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ამ ხნის განმავლობაში მოვახერხე. დროის უქმად ნაყვა არ მიყვარს, ამიტომ თავისუფალ დროს ბისერებისგან სხვადასხვა ნივთებსაც ვამზადებ.

– ნამუშევრებს ყიდი თუ ვერ იმეტებ?

– დიახ, ხელნაკეთ თითქმის ყველა ნივთს ვყიდი. ჩემი ნამუშევრებით რამდენიმე საეკლესიო მაღაზია მარაგდება. ასევე ვმუშაობ შეკვეთებზე და სხვა ყველაფერთან ერთად, მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი შრომით გამომუშავებული ამ თანხით, ვფარავ რეპეტიტორებთან მეცადინეობის ხარჯებს.

რას ფიქრობ, მომავალში გააგრძელებ თუ არა ამ საქმიანობას?

– ეს ჩემი ჰობია, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით,  როგორითაც ახლა.

– როგორც გავიგეთ, შენი ხელით კრეფ და აყენებ ჩაის…

– კი, ასეა. დიდ პატივს ვცემ წინაპრების დატოვებულ ყელა ნივთს თუ მიწას. ადგილზე, სადაც მე ვცხოვრობ, გაშენებულია ჩაის პლანტაცია, რომელიც ახლა არ მუშავდება და საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. მწყინს ეს ფაქტი, რადგან ჩაის კულტურას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მატერიალური დახმარების გაწევა შეეძლო, რაც ადამიანებმა ვერ დააფასეს. თუმცა, ყიველწლიურად, მაისის თვეში გავდივარ და ვკრეფ, რამდენიც შემიძლია. შემდეგ კი ვამზადებ იმ მიდგომით, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვანათლეს. საბოლოოდ, ძალიან კარგ შედეგამდე მივდივარ. მეტიც, მეუბნებიან კიდეც “ნამდვილი ჩაის გემო გაგვახსენეო”…

– საბოლოოდ, რომელ პროფესიას აირჩევ?

– ვორჭოფობ, არ ვიცი, რომელ პროფესიაზე შევაჩერო არჩევანი. მეცნიერულ დარგებზე თუ სამედიცინოზე. ორივე ძალიან მიზიდავს. იმედია, ჩემს თავში მალე გავერკვევი!

 

 

პოპულარული სტატიები

საგარეო უწყება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთათვის ინფორმაციას ავრცელებს

თაკო

კიდევ ერთი ემოციური სიმღერა აფხაზეთზე (ვიდეო)

თაკო

ქართველმა ქალმა პირდაპირ ეთერში ისლამი მიიღო

გადასვლა....