NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ოკუპანტები ავადმყოფ ბავშვებს თბილისში სამკურნალოდ არ უშვებენ
საზოგადოება

ოკუპანტები ავადმყოფ ბავშვებს თბილისში სამკურნალოდ არ უშვებენ

„დე ფაქტო ხელისუფლება რაღაც ზეიმების, იუბილის, ან რაიმე პრობლემების გამო რეგულაურად კეტავს და ხსნის ხოლმე გამშვებ პუნქტებს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა საქმე, ყოველთვის ხდებოდა კონტაქტი თბილისსა და ცხინვალს შორის და კონკრეტულ ადამიანებზე ხდებოდა შეთანხმება, რომელთაც შემდეგ ე.წ. საზღვარზე ატარებდნენ,” – აღნიშნავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ვირუსული ინფექციის სიმპტომების მქონე ორ მოზარდს ე.წ. საზღვარზე არ უშვებენ. დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის მიზეზად ე.წ. საზღვარზე კარანტინსა და ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან არიდებას ასახელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ორი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მოზარდების მშობლებს ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის ნებართვა არ მისცეს იმისთვის, რომ მოზარდებს მკურნალობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეგრძელებინათ.

რა ვითარებაა ოკუპირებულ ახალგორში და რატომ ვერ ხორციელდება მოზარდების გადმოყვანა, ზაქარეიშვილი კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებს და ამ ფაქტს უცნაურს უწოდებს.

„იშვიათი შემთხვევაა, რომ კონკრეტულ ადამიანს არ ატარებენ, ძალიან უცნაურია. წესით, უნდა არსებობდეს თბილისსა და ცხინვალს შორის ასეთ დროს კონტაქტი, ცხელი ხაზი და ურთიერთობები.

„ურთიერთვალდებულბები ყოველთვის არსებობდა. მართალია, ეს ვალდებულბები ყველაფერზე არ ვრცელდებოდა, თუმცა კონკრეტული ადამიანების ბედზე კი ვრცელდებოდა – დაღუპულების გადმოსვენებაზე, ავადმყოფების გადაყვანაზე და ა.შ. კრიტიკულ სიტუაციებში გარკვეული ნაბიჯის გადადმა უხმაუროდ, დარეკვით ან ვინმეს თხოვნით ხდებოდა – ე.წ. საზღვარზე გადასვლის საკითხი, როგორ წესი, გვარდებოდა.

„რაც დღეს გავიგე, ცოტა არ იყოს უცნაურია. ეტყობა რაღაც კავშირები აღარ არის, რაც იყო ადრე თბილისსა და ცხივალს შორის. კარანტინია გამოცხადებული, ეშინიათ, რომ თბილისიდან არ შევიდეს ვირუსი, მაგრამ აქეთ გამოშვება რა პრობლემაა?! პირველად ხდება, არ მახსოვს აქეთ არ გამოეშვათ ადამიანი, რომელიც ავად არის. ერთი არის პოლიტიკა, მეორე – კონკრეტულ ადამიანებზე ზრუნვა,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოპულარული სტატიები

თბილისში დედამ წლინახევრის შვილი ლოგინში გარდაცვლილი იპოვა

მთავარი რედაქტორი

“ჩანგლით ვენები გადავიჭერი, რომ მეტი აღარ დაერტყა…”

თაკო

შინდისის გმირების მემორიალი გაანადგურეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....