NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “პრეზიდენტი უნდა დადიოდეს ნელა, ღიპი უნდა ჰქონდეს, მარგველაშვილი უნდა იყოს, რა…” (ვიდეო
პოლიტიკა

“პრეზიდენტი უნდა დადიოდეს ნელა, ღიპი უნდა ჰქონდეს, მარგველაშვილი უნდა იყოს, რა…” (ვიდეო

“ესენი არიან დაკომპლექსებული ხალხი. ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვისაც არ აქვს კომპლექსები. თანამედროვე მონობაა – რა თქვა იმ ქალმა? ცოტა ზემოდან უნდა იყოს პრეზიდენტიო – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ.

“ეს მიშა რაღაც უცნაურიაო, პრეზიდენტები ასე არ იქცევიან, რას დარბის, რას ტინგიცობს, პრეზიდენტი უნდა დადიოდეს ნელა, ღიპი უნდა ჰქონდეს, ღაბაბი, ლოყებს ბერავდესო… მარგველაშვილი უნდა იყოს, რა…

იძახიან, კარგი ტიპია მარგველა, რითია კარგი? წინდებს ქსოვს, კარტოფილი მოჰყავს, კარგი ტიპიაო. ტივტივებს რა და რა ტივტივებს ხო კარგად იცით? დადეს რაღაც სივრცეში, სადაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. დადეს იმიტომ, რომ ემსახუროს საქართველოს ხალხს და კაი ტიპია ბიჭო, კარტოფილი მოჰყავს.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოპულარული სტატიები

„რაც მე შენ ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე…”

თაკო

” სუბელიანს სუიციდის მცდელობა ჰქონდა სწორედ გავრცელებულ ჩანაწერების გამო”

მთავარი რედაქტორი

ეკა ბესელიას პარლამენტის ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს

თაკო
გადასვლა....