NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მანქანაში 1 წლის ბავშვი გვყავს, საჭმელიც მთავრდება” – მძღოლები კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ
საზოგადოება

“მანქანაში 1 წლის ბავშვი გვყავს, საჭმელიც მთავრდება” – მძღოლები კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ

რუსეთიდან საქართველოში მომავალი ავტომანქანები კობთან გზის გაგრძელებას უკვე რამდენიმე დღეა, ვერ ახერხებენ. ”კურიერთან” სატელეფონო საუბრის დროს მძღოლები ამბობენ, რომ ისინი მესამე დღეა, პრაქტიკულად, ერთ ადგილას დგანან და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

მათივე თქმით, მანქანაში იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.  მძღოლების განცხადებით, ეწურებათ, როგორც საწვავის, ისე საკვების მარაგი.

„მანქანაში გვითავდება საწვავი, საჭმელი. აქ არაფერი არ არსებობს. მანქანაში გვყავს ერთი წლის ბავშვი. ცხელი წყალი გვჭირდება საჭმელი რომ გავუკეთოთ, საჭმელიც მთავრდება ბავშვის. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს,“ – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, გუდაური-კობის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

პოპულარული სტატიები

“კეკელიძის ქუჩაზე ძიძამ ჩაახეთქა კალიასკაში ბავშვი რომელიც გასკდა ტირილით.”

მთავარი რედაქტორი

ნიკა გვარამიას უჩივიან

თაკო

სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....