NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რატომ არ ათავისუფლებენ პატიმარს, რომელიც ახალმა გამოძიებამ უდანაშაულოდ სცნო?
საზოგადოება

რატომ არ ათავისუფლებენ პატიმარს, რომელიც ახალმა გამოძიებამ უდანაშაულოდ სცნო?

“შიმშლო­ბის გარ­და სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს. ამ­დე­ნი წელი ვე­ლო­დე­ბი ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას. რვა წე­ლია უდა­ნა­შუ­ლოდ ვიხ­დი უვა­დო სას­ჯელს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ახალ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმაც გა­მო­ი­ძია ხე­ლახ­ლა ჩემი საქ­მე და და­ას­კვნა, რომ თა­ვის დრო­ზე გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო. არას­წო­რად გა­მო­ი­ძი­ეს და უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს. აბა რა გა­ნა­ჩე­ნი უნდა გა­მო­ე­ტა­ნათ იმ მო­სა­მარ­თლე­ებს? ჩემი საქ­მის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი იყ­ვნენ თა­მარ ალა­ნია და პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძე. ახლა რომ ერთი ამ­ბა­ვი არის ატე­ხი­ლი, ისი­ნი – უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი ხა­ნია მპირ­დე­ბი­ან სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, მაგ­რამ საქ­მეს არა­ვინ აკე­თებს, ხე­ლოვ­ნუ­რად აჭი­ა­ნუ­რე­ბენ პრო­ცესს. რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცე­ებს არ აწყობთ ჩემი ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა”, – აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძე.

მსჯავ­რდე­ბულ­მა მშრა­ლი შიმ­ში­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­წყვი­ტა. მისი საქ­მით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, ისი­ნი საქ­მის დე­ტა­ლებს სწავ­ლო­ბენ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას გა­ავ­რცე­ლე­ბენ. უვა­დო პა­ტიმ­რის, თე­ი­მუ­რაზ (ბაჩო) შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კარ­გად იც­ნობს. მის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია თუ სი­უ­ჟე­ტი მომ­ზა­დე­ბუ­ლა, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბე­ბიც.

ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 2009 წელს შე­ე­ფარ­და. გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მის დღი­დან შა­რა­შე­ნი­ძე თავს უდა­ნა­ა­შუ­ლოდ მი­იჩ­ნევს. მსჯარ­დე­ბუ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას ამ­ყა­რებს. ის, რომ თა­ვის დრო­ზე შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ყალ­ბე­ბე­ბით აწარ­მოა, ეს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შუ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმაც და­ად­გი­ნა.

შა­რა­შე­ნი­ძის გა­ნა­ჩე­ნი 2010 წელს სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლო­ებ­მა ძა­ლა­ში და­ტო­ვეს. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­სინ­ჯვა მხო­ლოდ იმ შემ­თხე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა. შარ­შე­ნი­ძის საქ­მე­ში სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის გა­მოც საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით 2013 წელს მი­მარ­თეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას. პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შუ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძეს ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლინ­და, რომ 2009 წელს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ბრალ­დე­ბის მხა­რე ახორ­ცი­ე­ლებ­და ზე­წო­ლას მოწ­მე­ებ­ზე და ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­შინ მოწ­მე­ებ­მა თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძის წი­ნა­ა­აღ­მდეგ მის­ცეს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად არის მი­ღე­ბუ­ლი. თა­ვად მოწ­მე­ე­ბიც აღი­ა­რე­ბენ ზე­წო­ლის ფაქტს და აცხა­დე­ბენ, რომ ჩვე­ნე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი ძლა­დო­ბი­სა და მუ­ქა­რის გამო მის­ცეს. გარ­და ამი­სა, ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ზუ­რაბ ზუ­ბა­დალ­შვი­ლის მე­უღ­ლემ, თა­მარ ჩი­ჩუ­ამ, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლია, გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ბევ­რად და­ბა­ლი აღ­ნა­გო­ბის პირი იყო. მა­შინ რო­დე­საც, თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძე და თა­მარ ჩი­ჩუა ერ­თნა­ი­რი სი­მაღ­ლის არი­ან. ეს ჩვე­ნე­ბა გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ მკვლე­ლი შე­იძ­ლე­ბო­და თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძე ყო­ფი­ლი­ყო.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გია. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, მოკ­ლუ­ლის სხე­ულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ტყვი­ე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლია გას­რო­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან, მა­კა­რო­ვის ტი­პის ია­რა­ღი ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ეს დას­კვნა იმას მოწ­მობს, რომ გა­მო­ძე­ბა თა­ვის დრო­ზე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით წა­რი­მარ­თა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი ის არის, რომ ამ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი არა­თუ პირ­და­პი­რი, ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც კი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძის შემ­ხებ­ლო­ბას ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან.

“ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის” იუ­რის­ტი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძე გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა, ყვე­ბა მისი ჯანმთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რაც ორ­თვი­ან­მა შიმ­ში­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ხე­ლოვ­ნუ­რად აჭი­ა­ნუ­რებს ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცესს.

“პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა ეცა­დოს გა­მო­ას­წო­როს მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მის გა­ყალ­ბე­ბით ჩა­ი­დი­ნა თა­ვის დრო­ზე. მისი მთა­ვა­რი მი­სია არის და­ად­გი­ნოს, ჩა­ი­დი­ნა თუ არა კონ­კრე­ტულ­მა პირ­მა ესა თუ ის და­ნა­შა­უ­ლი და ეს პრო­ცე­სი არ უნდა იყოს გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი დრო­ში. იგი ვალ­დე­ბუ­ლია მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს ახა­ლაღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, სა­ნამ დამ­დგა­რა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. საკ­მა­ოდ მძი­მეა ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­დაც. სა­ერ­თოდ გა­უკ­ვე­ვე­ლია, რას აკე­თებს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი. გა­უ­გე­ბა­რია რო­გორ იძი­ებს სა­ერ­თოდ საქ­მე­ებს, ისი­ნი არა­ვის­თან არ ურ­თი­ერ­თო­ბენ და მი­წე­რილ კი­თხვებ­ზე პა­სუხს არა­სო­დეს გიბ­რუ­ნე­ბენ”, – გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ.

უც­ნა­უ­რია, რა­ტომ არ მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, მა­შინ რო­დე­საც მის მი­ერ­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბაჩო შა­რა­შე­ნი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

შა­რა­შე­ნი­ძის საქ­მე არ არის ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის ამ დე­პარ­ტა­მენ­ტმა ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ძია და გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე აუხ­სნე­ლად გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა საქ­მის მსვლე­ლო­ბის პრო­ცე­სი.

პოპულარული სტატიები

პარლამენტთან აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავარი რედაქტორი

სკოლის საგაზაფხულო არდადეგების თარიღი ცხნობილია

თაკო

“რატომ იხოცებიან ადამიანები ნაადრევად საქართველოში”

თაკო
გადასვლა....