NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » სამედიცინო დაწესებულებების მისამართები, სადაც წითელას ვაქცინაცია უფასოდ ტარდება
საზოგადოება

სამედიცინო დაწესებულებების მისამართები, სადაც წითელას ვაქცინაცია უფასოდ ტარდება

წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, წითელას ვაქციანაციაზე ყველა პირის დაფინანსებას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასოა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ შეუქმნან ბარიერები, რათა რისკჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ამ დრომდე, წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა, ახლა კი ყველა ჯგუფისთვის უფასოა.

წითელაზე აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს დამატებით იმ სამედიცინო დაწესებულებების მისამართებს, რომლებსაც აცრის გაკეთების მსურველებმა უნდა მიმართონ.

სამედიცინო დაწესებულებების მისამართები იხილეთ ბმულზე – https://www.moh.gov.ge/uploads/files/2019/Failebi/18.01.2019-1.xlsx

პოპულარული სტატიები

“ვაშაძის მნიშვნელობა მარტო ის არის, რომ თავისი მეუღლის ქმარია”

თაკო

“რა დაგიშავათ ჩემმა მეორე კლასელმა შვილმა, ეს სახელმძღვანელო ტანჯვაა!”

თაკო

“ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია”

თაკო
გადასვლა....