NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რამდენი იქნება აქტიური პედაგოგების ანაზღაურება?
საზოგადოება

რამდენი იქნება აქტიური პედაგოგების ანაზღაურება?

სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ ხედვას წარმოადგენს.

პოპულარული სტატიები

“მადლობა, ჩემი შვილის გადარჩენისთვის” – მარტოხელა დედა საზოგადოებას მადლობას უხდის

თაკო

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ჩაცხრილეს

მთავარი რედაქტორი

“ეს მიშას ბრძანებით ჩემი დარბეული ოთახია…”

თაკო
გადასვლა....