NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს
სამართალი

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 2 პირი დააკვეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. თუმა ვინ არიან დაკავებულები, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.

16 იანვარს, საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართული, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა ადამიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

პოპულარული სტატიები

“ტირილი დაიწყო, ვესროლე” – სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

თაკო

მსახიობი ანი ჩირაძე 1200 ლარით დააჯარიმეს

თაკო

ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა

თაკო
გადასვლა....