NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 3 დაღუპული და 5 დაშავებული – აფეთქების ადგილას პრემიერი და თბილისის მერი იმყოფებიან
შემთხვევა

3 დაღუპული და 5 დაშავებული – აფეთქების ადგილას პრემიერი და თბილისის მერი იმყოფებიან

დიდ დიღომში აფეთქების ადგილას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. შემთხვევის ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში დაშავებულებს მოინახულებს.

აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

​აფეთქების შედეგად არიან ასევე დაშავებულები, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

 

პოპულარული სტატიები

რეპერი შავი პრინცი გარდაიცვალა

თაკო

ყაჩაღობა გლდანში – არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევალი აიყვანეს

თაკო

„ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, გარდაცვლილია დედა და პატარა შვილი”

თაკო
გადასვლა....