NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ვრცელდება ტატიშვილის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები
შემთხვევა

ვრცელდება ტატიშვილის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები

ექსკლუზიურ კადრებს, რომელშიც ჩანს, თუ რა მოხდა 15 იანვარს ტატიშვილის ქუჩაზე “ქრონიკა” ავრცელებს. სისხლიანი გარჩევის დროს საღამოს თბილისის ცენტრში ორი ახლაგაზრდა კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინსტრომ უკვე დააკავა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი გიორგი ადუაშვილი ცივი იარაღითაა დაჭრილი და ის კლინიკაში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშაა. დაკავებულია მისი მეგობარიც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. შესაძლოა კონფლიქტი  ორ დაჯგუფებას შორის წარსულში დაწყებულ დაპირისპირებას  უკავშირდებოდეს. თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გია კოროტაშვილის ვაჟი, ვაჟა კოროტაშვილია დაბარებული.

15 იანვარს საღამოს ტატიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მას, სავარაუდოდ, 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

პოპულარული სტატიები

გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

თაკო

6 წლის ბავშვის უმძიმესი მდგომარეობა – ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი ოჯახს

თაკო

„შარომე აშმალახა!“ _ აქცია ზურაბიშვილის წინააღმდეგ

თაკო
გადასვლა....