NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ვერაზე სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე გია კორკოტაშვილის შვილია
საზოგადოება

ვერაზე სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე გია კორკოტაშვილის შვილია

გუშინ ვერაზე ორი ახალგაზრდას დაჭრის თაობაზე “კურიერი” ახალ დეტალებს ასაჯაროებს. როგორც “კურიერის” წყარო იუწყება, სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი ფიგურანტი “ქართული მარშის” ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟა კორკოტაშვილია.

შვილის კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობას არ ადასტურებს გია კორკოტაშვილი. ის ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ადასტურებს, მისი შვილი კონფლიქტისას დაჭრილ ერთ-ერთ პირთან მეგობრობს.

ზუკას ვიცნობ მეც , რავიცი ჩვეულებრივი ის არის რა… ვიცი რომ დაჭრილია. ადუაშვილიც ვიცი რომ ჯანმრთელადაა. იმათ საერთოდ არ ვიცნობ პრეზიდენტის სიძის მხარეს. ვაჟიკო რაზე ამოტივტივდა არ ვიცი, შეიძლება მეგობრები არიან ზუკა და ეგ.თუ მონაწილეობდა იქ უშუალოდ უნდა ყოფილიყო, სამართალდამცველები დააკავებდნენ.

ისეთი ცხოვრება მაქვს მე დაძაბული და ის რომ ეგეთი ჩხუბი რომ მოსვლოდა ვაჟიკო ეგეთ რამეზე საქმის კურსში არ მაყენებს, თავის პიროვნული ბიჭობაც ყოფნის და ყველაფერიც, რომ საჩხუბარი თუა იჩხუბოს მოსაფერებელი თუა მოეფეროს,“- ამბობს გია კორკოტაშვილი.

ორი ახალგაზრდა ვერაზე გუშინ დაჭრეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, პასუხისგებაში ორი პირია მიცემული, ეს არის გიორგი ადუაშვილი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და მისი მეგობარი კოტე ჯორბენაძე, რომელსაც ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წარედგინა.

პოპულარული სტატიები

შსს-ს რუსული თაფლით აღარ მომარაგდება – კომპანია “ვითი” ტენდერიდან მოხსნეს

თაკო

ზაზა სარალიძე პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“ერთადერთი შვილი მომიკალით, მე როგორ მოგექცეთ, გულები ხომ არ დაგიხვრიტოთ?”

თაკო
გადასვლა....