NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “იმედია ის არ განმეორდება რაც ძველად ყველა მეტროსადგურში მოხდა” – “რუსთაველის” მეტროდან ლომები გაქრა
შემთხვევა

“იმედია ის არ განმეორდება რაც ძველად ყველა მეტროსადგურში მოხდა” – “რუსთაველის” მეტროდან ლომები გაქრა

როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რუსთაველის მეტროსადგურის დარბაზში, სვეტებზე მიმაგრებული ლომები ჩამოხსნილია.

„ეს არის თბილისის მეტროპოლიტენი, სადგური რუსთაველი, აი აქ იჯდა ოქროსფერი, სავარაუდოდ ბრინჯაოს ლომები, საუკეთესო ნახელავი, როგორც მეგობარი მატყობინებს ამჟამად გამქრალია, იმედია დროებით, იმედია ის არ განმეორდება რაც ძველად თბილისის ყველა მეტრო სადგურში მოხდა, უნიკალური სანათები რომ დაიტაცეს“- წერს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

მერიის ინფორმაციით, ლომების ნაკეთობები, რომელიც რუსთაველის მეტროს სვეტებზე იყო მიმაგრებული გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ჩამოიხსნა და თავის ადგილს სავარაუდოდ კვირის ბოლოს დაუბრუნდება.

პოპულარული სტატიები

ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე _ დაშავებულია მგზავრები

თაკო

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ – “ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა”

თაკო

“ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ” – თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულზე

თაკო
გადასვლა....