NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » აფხაზეთში მოსკოველი ბიზნესმენი ააფეთქეს
რეგიონი

აფხაზეთში მოსკოველი ბიზნესმენი ააფეთქეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში 15 იანვარს ბიზნესმენის მანქანა ააფეთქეს.  ე.წ სამართალდამცავების ინფორმაციით, პაკეტში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა საქარე მინაზე იყო მოთავსებული. მძღოლმა გადაწყვიტა პაკეტი თავად ამოეძრო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად მოსკოველმა ბიზნესმენმა მიხაილ ევალენკომ მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ოჯახმა სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე რთული ოპერაცია გაუკეთდა, ამოუღეს ორივე თვალი. ის ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ოჯახი მის გადაყვანას მოსკოვში გეგმავს.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.

პოპულარული სტატიები

ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლი დახურეს

თაკო

მდინარე რიონში გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

თაკო

,,4 დღეა მშიერი ვარ, ოჯახმა სახლიდან იმიტომ გამომაგდო, რომ ღამე ხვრინვა ვიცი” (ვიდეო)

თაკო
გადასვლა....