NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “დაარეგულირე სიცოცხლისთვის” – ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
საზოგადოება

“დაარეგულირე სიცოცხლისთვის” – ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

14 იანვარს ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად, 16 იანვარს, 12:00 საათზე, მოქალაქეები ქუთაისის ყინულის მოედანთან შეკრებას, ხოლო 12:30 საათზე სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობის გამართვას აპირებენ.

როგორც აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. მათი განცხადებით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არცერთი ნიშანი.

გთავაზობთ, აქტივისტ აკაკი საღინაძის პოსტს ამ თემასთან დაკავშირებით:

“დაუჯერებელი პრობლემა გვაქვს.
წლებია ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე, რომელიც 12 კილომეტრია, იღუპებიან ადამიანები, ბავშვები…
დღევანდელ, 3 ქუთაისელი 19 წლის ბიჭების უბედურებას გაიგებდით, ესეც ამ გზაზე მოხდა, ზუსტად 1 თვის წინ 5 ადამიანი დაშავდა, გაზაფხულზე მე-11 კლასელი გოგონა დაიღუპა, 3 დაშავდა და ერთი დღემდე კომაშია.
გზის ამ მონაკვეთზე დაშავებულთა და დაღუპულთა სია ძალიან გრძელია, მიზეზი თითქმის ყველა შემთხვევაში, როგორც შშს ამბობს ერთნაირია – სიჩქარის გადაჭარბება.

გარდა პიროვნული ტკივილისა, რომ დაღუპულებს ვიცნობდით და ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაწუხებს და ვერ გავიგე, როგორ ვერ მოვახერხეთ ამ ხნის მანძილზე გზატკეცილზე სიჩქარის გაკონტროლება და ადამიანების გადარჩენა? რა უნდა ვქნათ ჩვენ, ვის რა მოვთხოვოთ, დაღუპულთა უმეტესობა 17-18 წლის ბავშვები არიან, ვერავინ მოიძებნა წლების მანძილზე ან ქუთაისში ან წყალტუბოში, რომ ადგეს, გამოიყენოს თავისი უფლება-მოსილება და გზაზე კონტროლი დააწესოს, მილიონი საშუალებაა დღეს სიჩქარის რეგულირებისთვის – რადარები, კამერები, პატრული და აშ.

ყოველ ჯერზე მგონია, რომ ეს ბოლო უბედური შემთხვევაა ამ გზაზე, პატარა ქალაქისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ახალგზრდა თაობის, ჩვენი მეგობრების დაკარგვა, რა ვქნათ, რა გავაპროტესტოთ, არ მაქვს პასუხი …
ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ გზატკეცილს ყურადღება არ მიექცევა, ეს ისტორია ბოლო არ იქნება, გაიღვიძეთ ვისაც გძინავთ…
დაღუპულთა ოჯახების ტკივილს ვიზიარებ, მთელი ქალაქი გლოვობს…”

მოქალაქეები 13:00 საათზე ტრაგედიის ადგილზე დიდი ბანერის, ყვავილებისა და სანთლების მიტანას აპირებენ. ტრაგედიის ადგილასვე გაკეთდება მათი საგანგებო განცხადება, რომლის შემდეგაც ერთად მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

პოპულარული სტატიები

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს

მთავარი რედაქტორი

“თამაშის დამთავრების მერე მოხდა ძალიან არასასიამოვნო ამბავი” _ რა მოხდა საქართველო – იტალიის თამაშზე?

თაკო

“შემინდეთ და მომიტევეთ”

თაკო
გადასვლა....