NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ოზურგეთის მერიას 88 – ვილნიუსისას კი, არცერთი მანქანა არ ემსახურება
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიას 88 – ვილნიუსისას კი, არცერთი მანქანა არ ემსახურება

“ფლანგვის დეტექტორი”- გვთავაზობს მოკვლევას ოზურგეთის მერიაზე და იმ ფაქტზე თუ რამდენი მანქანა ემსახურება ამ სამსახურს და რამდენია გათვალისწინებული კანონით. “ფლანგვის დეტექტორი” წყაროდ იყენებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს.

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კანონით განსაზღვრულ ლიმიტზე 12-ჯერ მეტი ავტომობილი ემსახურება, თანაც ამისთვის „ინოვაციური“ მეთოდი გამონახეს. აუდიტის სამსახურის მოკვლევიდან ირკვევა, რომ გასულ წელს, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ავტომომობილების დიდი ნაწილი (81) დაიქირავეს, ხოლო მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მფლობელობაში მხოლოდ 7 მანქანაა რეგისტრირებული. 2016-2017 წლებში, მხოლოდ დაქირავებული მანქანების საწვავის ხარჯმა 436 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ამ თანხაში არ შედის მოვლა-პატრონობის ნაწილი, რაც სავარაუდოდ ხარჯებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანქანების იჯარით აყვანის პრეცენდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე მრავალი წელია არსებობს და მუდმივად ზრდადი ტენდენციით ხასიათდება.
„ფლანგვის დეტექტორმა“ მუნიციპალუტი ავტომობილების ფლობასთან დაკავშრებით ლიტვის დედაქალაქის, ვილნიუსის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ნახევარ მილიონიანი ქალაქის მერიას (რომელიც ოზურგეთზე და თბილისზე რამდენიმეჯერ მდიდარია, ერთად აღებული) ავტომობილები არ ემსახურება. გამონაკლის წარმოადგენს პოლიტიკური და მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც ყოველ თვიურად 300 ევრო ერიცხებათ მობილური ტელეფონის, ფოსტის, ინტერნეტის, მგზავრობისა და სხვა მსგავსი ხარჯების ასანაზღაურებლად. “

პოპულარული სტატიები

“იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ მოაწყობს”

მთავარი რედაქტორი

“ფილარმონიის შეკრების ხილვისას მე დავრწმუნდი…”

თაკო

ვაშაძე კალაძეს:”ეჭვი მაქვს არ ჰყოფ­ნის გა­ნათ­ლე­ბა იმის­თვის, რომ გა­ი­გოს ადა­მი­ა­ნი რას ამ­ბობს”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....