NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და ერთმა კარგმა ექიმმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა…”
საზოგადოება

“ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და ერთმა კარგმა ექიმმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა…”

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავის ვაჟს ნიკოლოზს H1N1 ვირუსი დაუდგინეს, თუმცა ტამიფლუს პრეპარატის მიღების შემდეგ, ვირუსმა უკან დაიხია.

“ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა და კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, თავისი პირადი მარაგიდან, და 48 საათიც არ დაჭირდა კრიზისის მოხსნას, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს, ვისაც არ ყავს ასეთი მეგობრები, გუშინდელ დღემდე არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა. სამწუხაროა, რომ “მთავრობას” ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვა ქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. განვითავრებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და “ოცნება” კლავს! და კიდევ, რა თქმა უნდა, რუსებმა ეს ჩვენი უბედურება ხელახლა გამოიყენეს ქართველი აგენტების მეშვეობით, ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი თავდასხმისთვის, არადა საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი თანამედროვე ლაბორატორია გვაქვს და ჩემს შვილსაც მათ დაუდგინეს დიაგნოზი რამდენიმე საათში და კიდევ უფრო ოპერატიულად, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს მეგობარს უნდოდა გუშინ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ტესტის აღება და უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ.” – წერს სააკაშვილი.

ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა და კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, თავისი პირადი მარაგიდან, და 48 საათიც არ დაჭირდა კრიზისის მოხსნას, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს, ვისაც არ ყავს ასეთი მეგობრები, გუშინდელ დღემდე არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა. სამწუხაროა, რომ "მთავრობას" ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვა ქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. განვითავრებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0,02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და "ოცნება" კლავს! და კიდევ, რა თქმა უნდა, რუსებმა ეს ჩვენი უბედურება ხელახლა გამოიყენეს ქართველი აგენტების მეშვეობით, ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი თავდასხმისთვის, არადა საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი თანამედროვე ლაბორატორია გვაქვს და ჩემს შვილსაც მათ დაუდგინეს დიაგნოზი რამდენიმე საათში და კიდევ უფრო ოპერატიულად, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს მეგობარს უნდოდა გუშინ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ტესტის აღება და უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ.

Gepostet von Mikheil Saakashvili am Sonntag, 13. Januar 2019

პოპულარული სტატიები

რეალურად რას საქმიანობს ლუგარის ლაბორატორია _ მითები და რეალობა

თაკო

“მისი გარდაცვლილი შვილის სულის პატივსაცემად, კომენტარზე უარს ვამბობ”

თაკო

“ზურაბიშვილის მხრიდან ნამდვილად იყო სურვილი, მაგრამ ვერ შევთანხმდით”

თაკო
გადასვლა....