NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » მოქალაქე ირაკლი კობახიძეს, “ფეისბუქზე” დაბლოკვის გამო, სასამართლოში უჩივის
საზოგადოება

მოქალაქე ირაკლი კობახიძეს, “ფეისბუქზე” დაბლოკვის გამო, სასამართლოში უჩივის

არასამათვარობო ორგანიზაცია GDI მსახიობისა და სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“-ს ერთ–ერთი დამფუძნებლი მარიამ დოლიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო, სასამართლოში უჩივის.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.  

“საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ, საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე, მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას. აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI აღნიშნული სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნას.

ირაკლი კობახიძის ქმედებას წინ უსწრებდა მისი განცხადება 2008 წლის 08 აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რასაც, მოსარჩლის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული კომენტარები მოჰყვაკომენტარების შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მარიამ დოლიძის “დაბლოკვის” მიზეზი,” – აღნიშნავენ “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში”.

GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 2019 წლის 14 იანვარს მიმართა.

პოპულარული სტატიები

ცნობილია პირი, ვინც შინდისის მემორიალი დაარბია

მთავარი რედაქტორი

“აღარასდროს შევხედავ ინფორმაციას რუსთავი 2-ზე”

თაკო

“მოგვარე მყავდა ერთი ცნობილი ავტორიტეტი მაგ ჭიდაობაში,მეგონა ძალიან ვუყვარდი…”

თაკო
გადასვლა....