NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “კანონი და სამართალი”- თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს
პოლიტიკა

“კანონი და სამართალი”- თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

“კანონი და სამართალი” – იანვრის ბოლომდე ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გაიმართება.

მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის პოლიტიკური გუნდის ლიდერი თაკო ჩარკვიანი იქნება. “პრაიმ თაიმთან” ჩარკვიანი ამბობს, რომ პარტიის ძირითადი ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა გუნდის გაფართოება კვლავ გრძელდება. უკვე შერჩეულია ადგილი პრეზენტაციისთვის, თუმცა “ექსპო ჯორჯიაში” ოფიციალურ წარდგენამდე სახელები და გვარები არ კონკრეტდება.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მისი პარტია პირველივე დღეებიდან გააქტიურდება. მათ შორის იქნება საპროტესტო გამოსვლები მთავრობის და პრეზიდენტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ასევე აქცენტი გაკეთდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

დაფინანსების წყაროების შესახებ ჩარკვიანი ინფორმაციას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ფინანსურ რესურსებზე მეტად მოტივირებულ და “იდეებით შეპყრობილ” ადამიანებს დაეყრდნობა.

.

 

პოპულარული სტატიები

” ისეთ მასალას ავტვირთავ, მიშა მოგენატრებათ… “

მთავარი რედაქტორი

“მეგობრებო, ამ წუთის ინფორმაციით, ოპოზიცია იგებს არჩევნებს!”

თაკო

ზაზა სარალიძე იურისტებთან ერთად პრეზიდენტის წარმომადგენლებს ხვდება

გადასვლა....