NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » გაჰყურებდე საბჭოთა კავშირს ცრემლიანი თვალებით, ანუ რა საჭიროა ორი ახალი წელი?
ბლოგი მთავარი გვერდი

გაჰყურებდე საბჭოთა კავშირს ცრემლიანი თვალებით, ანუ რა საჭიროა ორი ახალი წელი?

როდესაც მთელ მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, რამდენიმე ქვეყანა: რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საბერძნეთი და მათ შორის საქართველო ისევ სადღესაწაულო სამზადისშია, ვინაიდან აქ ახალი წელი მეორედაც აღინიშნება.

დღეს 14 იანვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. და მაინც, რამ განაპირობა მეორე ახალი წლის არსებობა საქართველოში?! ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ განაპირობა. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 1-ლ იანვარს აღინიშნება, ხოლო ძველით ახალი წელი გრიგორიანული კალენდრის 14 იანვარს მოდის, ახალი წლიდან 13 დღეში.

დღესდღეობით, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ მეორის მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს. ამის პარალელურად, მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულებს ძვ.წ. აღ 45 წელს დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ახალ წელს საქართველოში ორჯერ აღნიშნავენ. 14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავენ. განსაკუთრებულად კი მაინც გურიასა და სამეგრელოში ხვდებიან.

გურულები ახალ წელს „კალანდას“ ეძახიან. კალანდობას გურულები სადღესასწაულო სუფრით, ჩიჩილაკითა და აგუნას გადაძახილიით ხვდებიან. ტრადიციული გურული ოჯახი კალანდისთვის მზადებას 13 იანვარს იწყებს. ამ დღისთვის საგანგებოდ აცხობენ გურულ ღვეზელს და ტკბილ ნაზუქებს.

სამეგრელოში 14 იანვარს, დილაადრიან, ოჯახის უხუცესი მამაკაცი მორთული ჩიჩილაკითა და ღომის მარცვლიანი ჯამით, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად.  ჩიჩილაკს შემოატარებს ბოსელში, მარანში, სასიმინდეში.

მეორე დღე ბედობა, ანუ “კუჩხა” იმავე რიტუალით იწყება, ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც “კარგი ფეხი” აქვს.

მაგრამ რაში გვჭირდება ორჯერ ახალი წლის აღნიშვნა?

ახალი წლის ორჯერ აღნიშვნა არ არის მიზანშეწონილი. გასაგებია მიზეზები, თუ რატომაც ვზეიმობთ ორჯერ თუმცა, რეალურად ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ერთხელ ვიზეიმოთ.

ორჯერ აღნიშნვა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ წარსულს ვერ ვივიწყებთ. გვიჭირს მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენ მივდივართ მომავლისკენ, თუმცა მუდმივად ვიყურებით უკან, ვერასდროს განვვითარდებით, თუ რაღაც ცვლილებები  არ შევიტანეთ ჩვენს ცხოვრებაში. ამ წინ გადადგმული ნაბიჯებით და წარსული გადმონაშთების პატივისცემით, ზოგჯერ ვვარდებით ერთობ სასაცილო მდგომარეობაში და ერთ-ერთი მაგალითი ამისა, სწორედ ახალი წლის ორჯერ აღნიშვნაა.

შეიძლება ამ რეალობას მოდერნიზმისა და პრემოდერნიზმის ურთიერთჭიდილი დავარქვათ, სადაც ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ ბოლომდე გამოვიდეთ პრემოდერნიზმის ეპოქიდან.  სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმდეს, რა არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი, ჩამოყალიბდეს განვითარების სტრატეგიებზე და აუცილებელია, უარი თქვას საბჭოთა მემკვიდრეობაზე.

არაფერია იმაზე უარესი, რომ იდგე ევროპულ გზაზე და გაჰყურებდე ცრემლიანი თვალებით საბჭოთა კავშირს.

 

პოპულარული სტატიები

ჩემთვის, ის სამეგრელოს ზურმუხტთვალია

მთავარი რედაქტორი

ახალციხეში დედას შვილები დროებით ჩამოართვეს

მთავარი რედაქტორი

ფოტოები გომბორის ავარიის ადგილიდან

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....