NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რატომაა საზიანო მანქანის დაქოქვამდე ძრავის ე.წ “გახურება” – ის, რაც უნდა იცოდეთ!
საკითხავი

რატომაა საზიანო მანქანის დაქოქვამდე ძრავის ე.წ “გახურება” – ის, რაც უნდა იცოდეთ!

Bussines Insider საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, ყოფილ მრბოლელთან, საინჟინრო დარგში დოქტორის წოდების მქონე სტივენ კიატთან, რომელიც ძრავის გახურების მნიშვნელობაზე, მასთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე საუბრობს. როგორც ირკვევა სტივენი 26 წელია ატმოსფერულ ძრავებს იკვლევს და ამჟამად ილინოისის შტატში მდებარე აგრონომიის ნაციონალურ ლაბორატორიას კურირებს.

„ნორმალურ პირობებში თქვენი ავტომობილი ჰაერისა და საწვავის ურთიერთქმედებით იღებს ენერგიას. საწვავის ავზიდან საწვავი პირდაპირ ცილინდრში შედის, რომელიც მას პრესავს, ჰაერის ზემოქმედებით კი ხდება მიკროაფეთქება და თქვენს ავტომობილს სამოძრაო ენერგია მიეწოდება. სიცივის პირობებში, საწვავს ცილინდრამდე მიღწევა უჭირს, შესაბამისად ძრავი მეტ ძალას ხარჯავს მის მოსაპოვებლად, ანუ მუშაობს მაღალ ბრუნზე და სწორედ აქედან იწყება პრობლემები. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც წვის კამერაში, დაშვებულზე მეტი რაოდენობის საწვავი ხვდება, გამოუყენებელი საწვავი ცილინდრის კედლებზე ილექება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბენზინი კარგი საწმენდი საშუალებაა და ცილინდრებზე არსებულ ზეთის ნარჩენებს წმენდს, საბოლოოდ ცილინდრებისა და დგუშების სწორად შეზეთვას უშლის ხელს, ეს კი დამეთანხმებით, რომ იწვევს მათ ადვილად ცვეთას, განსაკუთრებით კი ზამთრის პირობებში. ყინვაში მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზეთი უფრო სქელი ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, შესაბამისად ძრავის ფაქტიურად გაორმაგებული მუშაობის პირობებში, ვერ ასწრებს ძრავის შიგნით მდებარე რკინისაგან დამზადებული დეტალების შეზეთვას, რაც საბოლოო ჯამში მათ დაზიანებას იწვევს. შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტომობილი აუცილებლად უნდა გახურდეს, მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი მითია. სინამდვილეში უკეთესია, თუ ძრავს დაქოქვისთანავედაძრავთ.“ – აცხადებს სტივენ კიატი.

პოპულარული სტატიები

ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერმა ქალმა მოკლა

თაკო

ქულა თუ ცოდნა? – რა სურთ საქართველოში სტუდენტებს?

თაკო

ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ისტორია

თაკო
გადასვლა....