NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
ახალი ამბები

მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის მიმართ პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურებისა და არაეფექტურობის თაობაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით, მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა.

საჩივრის თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, დაკავებისას და მის შემდეგ, მაგდა პაპიძე დიდი დიღმის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად აწამეს. დაკავებისას მაგდა პაპიძე ორსულად იყო. ცემა-წამების შედეგად მას ორსულობა შეუწყდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში მაგდა პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

„2015 წლის 22 დეკემბერს, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს-ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. 2016 წელს მაგდა პაპიძის ცემა-წამების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გამოძიება სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

მოცემულ საქმეში პროკურატურამ არ უზრუნველყო ზედმიწევნითი და დროული გამოძიება და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის გონივრული ჩართულობა. გამოძიებამ არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად არც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა შესაძლო ფეხმძიმობის მოშლისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის დადგენის თაობაზე. ექსპერტს არ დაუსვა კონკრეტული, სპეციფიური შეკითხვები. არ ჩატარებულა ექსპერტიზა ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 2016 წლის ივლისშიუვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მან გასული წლის სექტემბერს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა ის არ დაკმაყოფილებულა.

პოპულარული სტატიები

“ქართული მარშის” 5 წევრი გირაოთი გაათავისუფლეს

ლიტერატურულ ფორუმზე, ჩინეთში, საქართველოს გიორგი კეკელიძე წარადგენს

სკოლებში აგვისტოს ომის ფაქტებს შეასწავლიან

თაკო
გადასვლა....