მარნეულში შვილის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს. როგორც ირკვევა სავარაუდო დამნაშავეები არა მხოლოდ დედა, არამედ ქალის ძმაცაა და მას დაზიანება იმის გამო მიაყენეს, რომ უცხო პირმა მისი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა.

რადიო მარნეულის ინფორმაციით უცხო პირი დაზარალებულს ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა.

“ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო. სურათების შესახებ ინფორმაცია გოგოს ოჯახის წევრებმაც გაიგეს, რისთვისაც ქალს ძალადობის ნიადაგზე ჭრილობა მიაყენეს. მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულის დედა და ძმა იმყოფება, რომლებიც დანაშაულს ერთად აღიარებენ. დედა ამტკიცებს, რომ მან დაჭრა, ხოლო ძმა საკუთარ თავზე იბრალებს”, — წერს რადიო მარნეული.