NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » მიტოვებული წყალტუბოს სანატორიუმი და CNN-ის ობიექტივში მოხვედრილი მძიმე რეალობა
მსოფლიო ამბები რეგიონი საკითხავი

მიტოვებული წყალტუბოს სანატორიუმი და CNN-ის ობიექტივში მოხვედრილი მძიმე რეალობა

ქალაქი წყალტუბო ცნობილია სანატორიუმებით და თავის დროზე ეს ადგილი უამრავ ტურისტსაც იზიდავდა, დღეს დამთვალიერებელს მხოლოდ მიტოვებული შენობებითა და ნანგრვებად ქცეული არქიტექტურული ძეგლებით ამახსოვრებს თავს.

ოდესღაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ზონა დღესაც 22 სანატორიუმს ითვლის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ თითქმის ყველა მათგანი მიტოვებულია.

ახლო წარსულში CNN-ის გუნდი იმყოფებოდა წყალტუბოში და აღწერეს ის რეალობა, რაც დღეს გვხვდება. ჟურნალისტი გვიღწერს იქაურ მდგომარეობას სურათების ფონზე და საკმაოდ საინტერესო წასაკითხია, მათ თვალით დანახული რეალობა.

“ბავშვებს სათამაშო ადგილად აქვთ გადაქცეული ეს ტერიტორია” – ასე იწყებს სტატიას CNN-ის ჟურნალისტი, რომელიც თავის სიტყვებში საქართველოს ერთ-ერთი განთქმული კურორტის – წყალტუბოს სანატორიუმებს გულისხმობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფოტოგრაფი 5 წლის განმავლობაში იკვლევდა მათ ისტორიას და ცდილობდა, ფოტოებზე ადამიანების იმპროვიზაციით გარდაქმნილი ისტორიული შენობები აღებეჭდა.

ჟურნალისტებმა გაავლეს პარალელი წყალტუბოს სანატორიუმებსა და საბჭოთა კავშირზე. მათი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლას მოყვა სანატორიუმების დიდების მსხვრევაც. ადგილები, რომლებიც ერთ დროს განსაკუთრებული სილამაზით დაიკვეხნიდა, დღეს ნანგრევებად გვევლინება. 

თუმცა, ზემოხსენებული სანატორიუმები, ნანგრევების მიუხედავად იმდენად ლამაზია, რომ მას თვალს ვერ მოსწყვეტთ.

პოპულარული სტატიები

შრი-ლანკაზე სიკვდილით დასჯის მორატორიუმი გაუქმდება

ფეისბუქი მომხმარებლებს მოუწოდებს, პაროლები შეცვალონ

თაკო

McDonald’s-ი საკვებში ხელოვნურ დანამატებზე უარს ამბობს

თაკო
გადასვლა....